ენ ჰეთევეიმ ჟურნალისტს საშობაოდ ძაღლის განავალი აჩუქა

ენ ჰეთევეიმ ჟურნალისტს საშობაოდ ძაღლის განავალი აჩუქა

ოსკაროსანმა მსახიობმა, ენ ჰეთევეიმ საშობაოდ ერთ-ერთ პაპარაცის მოულოდნელი და უსიამოვნო საჩუქარი მოუმზადა. ჩასაფრებულ ჟურნალისტს მსახიობისგან არც მეტი, არც ნაკლები, ძაღლის განავალი ერგო, რომელიც კინოვარსკვლავმა მას მანქანის საქარე მინასთან დაახვედრა.

ჰეთევეი სკვერში ძაღლს ასეირნებდა, როცა მოთვალთვალე ჟურნალისტი შენიშნა. მსახიობმა არაფერი შეიმჩნია და სეირნობა განაგრძო. სამაგიეროდ, როცა ესმერალდინამ (ასე ჰქვია ძაღლს) მოისაქმა, პატრონმა პაკეტში მოთავსებული ძაღლის ბიოლოგიური ნარჩენები პაპარაცის მანქანაზე დაუტოვა.

ენ ჰეთევეიმ "ოსკარი" 2013 წლის თებერვალში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო ფილმში "მოკვეთილნი".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება