ლედი გაგამ Versace-სთვის მკერდი მოიშიშვლა

ლედი გაგამ Versace-სთვის მკერდი მოიშიშვლა

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ დონატელა ვერსაჩეს მოდის სახლისთვის ეროტიულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, მომღერალი Versace-ს სახე რამდენიმე თვის წინ გახდა.

დონატელა ვერსაჩე ლედი გაგას შემოქმედებაზე შეყვარებულია. ბევრი მათ არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ხასიათითაც ამსგავსებს.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემი დაქალი ლედი გაგა ჩვენი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ჩემთვის იგი ოჯახის წევრივითაა.  ახალი კოლექციის გადაღებები ისეთივე ბუნებრივი და შთამაგონებელი გამოვიდა, როგორც თავად გაგაა. ჩვენ მისი ნამდვილი სილამაზის ჩვენება გვინდოდა და ეს გამოგვივიდა", - განაცხადა დონატელა ვერსაჩემ.

კომპლიმენტები დიზაინერისთვის არც მომღერალმა დიშურა. გაგამ აღიარა, რომ დიზაინერს ყოველთვის აღმერთებდა და ახალ ალბომ ARTPOP-ში სიმღერაც კი მიუძღვნა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება