შარლიზ ტერონი ახალ წელს შონ პენთან ერთად შეხვდა

შარლიზ ტერონი ახალ წელს შონ პენთან ერთად შეხვდა

2014 წელი ყვითელ პრესაში მსახიობ შარლიზ ტერონის ახალი რომანის განხილვით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტერონი ჰოლივუდის მსახიობ შონ პენს ხვდება. წყვილმა ერთად ახალი წლის დღეები გაატარა.

პაპარაცებმა ისინი ჰავაის კუნძულების ერთ-ერთ სანაპიროზე, შონ პენის სახლის შორიახლოს გამოჭირეს. წყვილი სახლში ერთი რეისით დაბრუნდა, მაგრამ აეროპორტიდან სხვადასხვა დროს გამოვიდა და როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, ორივე ერთი დანიშნულების ადგილზე - შარლიზის სახლში სხვადასხვა გზით მივიდა.

ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ ჰავაიზე ტერონი შონ პენთან ცხოვრობდა.

ძველი მეგობრების რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში გაჩნდა, როდესაც მსახიობები სანტა-მონიკას ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს. შარლიზი სტიუარტ ტაუნსენდთან დაშორების შემდეგ, რომელსაც 10 წელი ხვდებოდა, ძალიან დათრგუნული იყო და ძველი მეგობარი შონი ამხნევებდა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება