"აუშენებელი ბინის ვალს სოზარი ახლაც იხდის" - ია ანთაძე

"აუშენებელი ბინის ვალს სოზარი ახლაც იხდის" - ია ანთაძე

ჟურნალისტი ია ანთაძე  სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს ექომაგება.

"ან სოზარ სუბარმა დეკლარაციის შევსება არ იცის, ან ჟურნალისტებმა არ იციან დეკლარაციის კითხვა. ამ ოჯახს ერთი ბინა აქვს, ბანკის სესხით ნაყიდი. მანამდე, წლების წინ, სხვა ბინის ყიდვას აპირებდნენ, თუმცა, მშენებლები გაიქცნენ და იმ აუშენებელი ბინის ვალს სოზარი მთელი ომბუდსმენობის პერიოდში იხდიდა და ახლაც იხდის.

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ ორ და სამ ბინაზე რომ წერს ყველა გამოცემა, გულმა ვეღარ მომითმინა....

ახლა ველაპარაკე ჩემს მეგობარ სოზარ სუბარს და, ჩემი თხოვით, ერთად გავიარეთ მისი დეკლარაცია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მის დეკლარაციაში არ არის არც ერთი შეცდომა", - წერს ჟურნალისტი.

იხილეთ: სოზარ სუბარმა 2013-ში 190 000 დოლარიანი ბინა შეიძინა - სუბარის და მისი მეუღლის შემოსავლები და უძრავი ქონება

სოზარ სუბარი - გასულ წელს სამი ბინა არ შემიძენია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს