როდის გაექცა ია ფარულავას სუფრიდან ვირტუოზი ქმარი

როდის გაექცა ია ფარულავას სუფრიდან ვირტუოზი ქმარი

მათი ქორწინება ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოვლენადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ არავინ ელოდა, რომ მსახიობ ია ფარულავას პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე სთხოვდნენ ხელს. იმ ღამეს გიტარისტმა ტარიელ სუარმა და ია ფარულავამ ჯვარი დაიწერეს. ყველაფრის მიუხედავად, ხალხს დიდხანს არ სჯეროდა მათი ქორწინების სინამდვილის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ბედნიერად და ტკბილად ცხოვრობენ. იასა და ტარიელს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით და ხალისიანი ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ია, ამბობენ, რომ დაოჯახების შემდეგ ისე თამამად აღარ ეხუმრებოდით "ნიჭიერის" მონაწილეებს, როგორც ადრე.

- არა, თქვენ თუ იმას გულისხმობთ, რომ კვერცხულესის გამოსვლისას სცენაზე უნდა ავვარდნილიყავი, ტრუსი ჩამეხადა და მენახა, შიგნით რა ჰქონდა და ეს მეუღლის ხათრით არ გავაკეთე, არა. ისევ ისეთი თავისუფალი ვარ. ტარიელი ეჭვიანი და რქიანი კაცი არ არის. იცის, რომ მე ვარ ნომერი პირველი შოუვუმენი საქართველოში.

ტარიელი:

- იამ ყოველთვის იცის, სად არის ზომიერება, ოღონდ - ევროპული სტანდარტებით.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში რაზე მოგიხდათ ორივეს უარის თქმა?

ია:

- ლოგინში მარტო ძილზე (იღიმის).

ტარიელი:

- ჩართული ვიყავი საპროდიუსერო საქმიანობაში. ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორმა მიმიწვია, რომ მეორე პროფესია, რეჟისურა მესწავლა.

ია:

- მას შემდეგ, რაც ტარიელის გიტარაზე დაკრული მოვისმინე, ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი, შენ ხარ გენიალური მუსიკოსი, ვირტუოზი, მაგრამ გენიალური რეჟისორი ვერ გახდები-მეთქი. ერთ ადამიანს ორივე არ გამოუვა. მთელი მისი გეგმები დავანგრიე და ვუთხარი, რომ გიტარისტის კარიერისთვის მიეხედა. ახლა დღეში რვა საათს ვარჯიშობს. მე ნამდვილად არ წავალ გერმანიაში საცხოვრებლად, სოსისების რესტორანში ვერ დავჯდები და ლუდს ვერ დავლევ. ისე, ძალიან მინდა, კონცერტებზე გავყვე და მაყურებლის ემოცია დავინახო, მაგრამ გამორიცხულია. ტარიელიც მიხვდა, რომ უჩემოდ ვერ ძლებს. მე ვფიქრობ, ისე დაგეგმავს თავის კარიერას, რომ წელიწადში რამდენჯერმე წავა საქართველოდან და ისევ ჩამოვა.

- ამბობენ, რომ დროებითი განშორება მეუღლეებს შორის სიყვარულს უფრო ამძაფრებს.

ია:

- ვეთანხმები მაგ მოსაზრებას, მონატრება აუცილებელია... ამბობენ, ურთიერთობებს უხდებაო.

ტარიელი:

- მე ვერ დავეთანხმები. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ამოწურავს და განმარტოება სჭირდებათ. ჩვენ არასოდეს დაგვძაბია ურთიერთობა.

ია:

- გინდა დაგიძაბო? უცებ დაგიძაბავ, ძმაო (იცინიან).

- ია, თქვენს მეუღლეზე არ ეჭვიანობთ? როგორც ვიცი, საქართველოში უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

- დიახ, "ფეისბუქზე" ვიღაცები სწერენ ხოლმე, როგორა ხარ, ტარიეეელ? ესეც პასუხობს, - კარგაად (იცინის). არა, აბსოლუტურად ვენდობი, ტარიელი ისეთი მამაკაცია, როდესაც ქალი უყვარს, გვერდზე არ იყურება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება