უკრაინის შს მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანს აშშ-ის სანქციები ემუქრებათ

უკრაინის შს მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანს აშშ-ის სანქციები ემუქრებათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ უკრაინის დიასპორასთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვაშინგტონის შემდგომი ნაბიჯები განიხილა. როგორც უკრაინული მედია წერს, შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე კარენ დონფირდი მონაწილეობდა.

უკრაინის დიასპორის წარმომადგენლებმა თეთრ სახლს მოუწოდეს, შემოიღონ სანქციები რიგი უკრაინელი ჩინოვნიკის მიმართ. კერძოდ, დასახელდნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი სერგეი ზახარჩენკო, უკრაინის უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მდივანი ანდრეი კლიუევი, ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილ დობკინი, ხარკოვის მერი გენადი კერნესა.

უკრაინის დიასპორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სწორედ ჩამოთვლილი ადამიანები არიან მაიდანზე მომხდარ დარბევასთან კავშირში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა