მარი ჩაჩხიანი: "დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"

მარი ჩაჩხიანი: "დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"

ის დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი და ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია. მარი ჩაჩხიანს იმედიც აქვს, რომ ფინალში მოხვდება, ამისთვის კი სერიოზულად მუშაობს...

- ვემზადები და ენერგიას არ ვიშურებ, რომ კარგად წარვდგე შოუზე. ასე რომ, განწყობა მებრძოლი და შემტევი მაქვს.…

- როგორ ფიქრობ, ფინალში მოხვდები?

- კი, ამის იმედი მაქვს...

- კონკურენტად ვის მიიჩნევ?

- გამორჩეულად არავის დავასახელებ, რადგანაც ყველანი, ვინც დავრჩით, ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გამიწევს.

- ზოგადად რას ნიშნავს შენთვის ეს კონკურსი?

- ამ ეტაპზე თითქმის ყველაფერს, რადგანაც ყოველი დღე იმაზე ფიქრით იწყება, როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამღერი, როგორ წარმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები... ამ პროექტში მონაწილეობით რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რადგანაც ხალხმა გამიცნო... მოკლედ, არ ვნანობ, ამ კონკურსში რომ ჩავერთე. დიდი გამოცდილება მივიღე.

- რას იტყვი შენს მწვრთნელზე, დათო ფორჩხიძეზე?

- დათო ფორჩხიძე ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ამ კონკურსის განმავლობაში ბევრი რამ გვასწავლა და თითოეულ ჩვენგანზე დიდ იმედებს ამყარებს. დათოს ახლო მეგობრად მივიჩნევ.

- და როდესაც მის გარშემო რაღაც აურზაურია ხოლმე ატეხილი, კონკურსანტები როგორ რეაგირებთ მასზე?

- დათო თავის პრობლემებს თავზე არ გვახვევს. თუმცა ჩვენი მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა აქვს ხოლმე. ერთი გუნდი ვართ და მისი პრობლემები ჩვენი პრობლემებიც არის, მაგრამ ჩვენზე დიდი გავლენა გარკვეულ დაპირისპირებას მაინცდამაინც არ აქვს ხოლმე.

- კონკურსამდე რას საქმიანობდი?

- 18 წლის ვარ, საქართველოს ეროვნულ უნივერიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პირველკურსელი გახლავართ. 3 წლიდან მოყოლებული, ერთი პედაგოგის, ნანა ჟრერიას მოსწავლე ვარ. არაერთ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული: "იმედზე" იყო "12 მტრედი", მერე ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი - "მე მიყვარს თბილისი", ჟიურიში როგორც ქართველები, ასევე იტალიელები ისხდნენ. ქვეყნის საზღვრებს მიღმა გამართულ კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა: ვიყავი ბელორუსიაში, თურქეთში, ეგვიპტეში (2008 წელს საერთაშორისო ფესტივალში 28 ქვეყანა მონაწილეობდა და პირველი ადგილი დავიკავე). 2007 წელს პირველ საბავშვო "ევროვიზიისთვის" მე, ქეთევან ჩაჩხიანმა და ნინო გველესიანმა ტრიო შევქმენით და მე-12 ადგილი დავიკავეთ. მერე სანდრა რულოვსის წყალობით, ის 12 ბავშვი ჰოლანდიაში გავემგზავრეთ და ჩვენს პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ვუგულშემატკივრეთ.

- რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში, თუ "ახალი ხმა" გახდი?

- ბევრი რამ შეიცვლება. სიმღერას უფრო მეტ დროს დავუთმობ, ვიდრე აქამდე ვუთმობდი. საკუთარ თავზე ბევრს ვიმუშავებ და დავამტკიცებ იმას, რომ ღირსეულად გავხდი "ახალი ხმა"...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება