რატომ ვერ წარმოუდგენია გაცინებული სახეების ხატვა ნინო ჩაკვეტაძეს

რატომ ვერ წარმოუდგენია გაცინებული სახეების ხატვა ნინო ჩაკვეტაძეს

დედ- მამა ყოველთვის უწყობდა ხელს, რომ ეხატა. თითქოს თავიდანვე იცოდა, რომ მხატვარი გახდებოდა. ნიკოლაძის სასწავლებლის შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია. ისევე როგორც დღეს, მაშინაც ძალიან ხშირად ხატავდა ბავშვებს. მისი ნამუშევრები ძირითადად კერძო კოლექციებში ინახება. შინ, მისაღები ოთახის კედელზე რამდენიმე ნახატია, რომელსაც არასოდეს შეელევა. ერთ- ერთი მისი პორტრეტია - „ჩემი ხე“. შემოდგომაა, ხის ტოტზე გოგონა ზის და გვერდით პატარა ჩიტი მობუზულა. „ვერაზე, ჩვენი სახლის წინ ლეღვის ხე იდგა და სულ მასზე მაქვს ბავშვობა გატარებული“, - გვითხრა მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ, რომელმაც წლების შემდეგ სწორედ ის მცენარე და საკუთარი თავი ამ ნახატზე გადაიტანა.

ნამუშევრებზე, რომლებზეც წელიწადის ცივი სეზონები - შემოდგომა და ზამთარია ასახული, მაინც „თბილა“. მისი ფიგურები დამთვალიერებლისთვის უცხოა, თუმცა მაინც მშობლიური. ალბათ, ამას ხელს მხატვრის მიერ შერჩეული „მშვიდი“ და „ბუნებრივი“ ფერები და ყველასათვის ნაცნობი თემების სიხშირე უწყობს, რომელიც მარტივად, თუმცა არა ბანალურად აქვს გადმოცემული.

ბევრი ზღაპარი და ზოგადად საბავშვო ლიტერატურა აქვს დასურათებული, ამიტომ ჩვენი პირველი შეკითხვა ასეთია:

- საბავშვო წიგნების დასურათება, გარკვეულწილად, წარსულში გაბრუნებთ?

- ბავშვობაში ყველაფერი მაბრუნებს (იღიმის). ეტყობა, ძალიან მენატრება ის დრო. თან, ყოველთვის მიყვარდა წიგნების გაფორმება. ბავშვობაშიც ფურცელზე ლექსს გადავწერდი და ნახატს გავუკეთებდი. სკოლაში, დავალებას რომ მოგვცემდნენ, მათ ძალიან ხშირად რვეულშივე ვაფორმებდი ნახატებით. ეს განსაკუთრებით რუსულის მასწავლებელს მოსწონდა და ყველას მიუთითებდა ჩემზე, თუ როგორ შემოქმედებითად ვუდგებოდი ამ საქმეს...

- რომელი ზღაპარი ან წიგნი გიყვარდათ განსაკუთრებით, რომლის გაფორმებაც შემდეგში მოგიხდათ?

- ყველანი იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ ვიზრდებოდით და ხშირად მიფიქრია, რომ ბედნიერება იქნებოდა ამ წიგნის გაფორმება. მართლაც, ოთხი წლის წინ „დედაენის“ გაფორმებამ მომიწია და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება