სარა ჯესიკა პარკერის ფეხსაცმელების კოლექცია - პირველი ფოტო

სარა ჯესიკა პარკერის ფეხსაცმელების კოლექცია - პირველი ფოტო

სარა ჯერიკა პარკერის ყველაზე ცნობილი გმირი კერი ბრედშოუ ლამაზი ფეხსაცმელების დიდი მოყვარულია. ამიტომაც,  მსახიობის მიერ ფეხსაცმელების ხაზის გამოშვება ერთგვარი კანონზომიერება იყო.

სადებიუტო კოლექციის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ამერიკულმა ჟურნალმა Lucky-მ ერთ-ერთი ფეხსაცმლის მოდელის ფოტო უკვე გამოაქვეყნა. კოლექცია SJP სახელით გამოვა.

შავი ფეხსაცმელი სახელწოდებით Diana, მოგვაგონებს Manolo Blahnik-ის Campari-ს მოდელს. ფეხსაცმლის ღირებულება 365$-ია.

როგორც ცნობილია, სერიალში "სექსი დიდ ქალაქში", კერი ბრედშოუს ყველაზე საყვარელი დიზაინერი სწორედ Manolo Blahnik-ია. აღსანიშნავია, რომ სარა ჯესიკა პარკერის ფეხსაცმელების პირველი კოლექციის შექმნაში მონაწილეობა აღნიშნული ბრენდის  ხელმძღვანელმა ჯორჯ მალკემასმაც (George Malkemus) მიიღო.

მომზადებულია  spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება