ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ 169 ათას დოლარიანი მშენებარე ბინა შეიძინა

ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ 169 ათას დოლარიანი მშენებარე ბინა შეიძინა

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე საქართველოს მთავრობის წევრების 2013 წლის დეკლარაციები ქვეყნდება. 2013 წლის 6 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ქონებრივი დეკლარაციაც გამოქვეყნდა.

მის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრი გახდა, მან "საქართველოს ბანკში" 140 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი 10 წლის ვადით აიღო, რომელშიც 10 000 აშშ დოლარი წინაწარი შენატანის სახით გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, მან ეს თანხა მშენებარე ბინის შესაძენად გამოიყენა, რომლის ღირებულებაა 169 000.00 აშშ დოლარს შეადგენს და ბახტრიონზე მდებარეობს.

გარდა ამისა, უშუალოდ შს მინისტრის მფლობელობაშია 293.00 კვ.მ ბინა, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის მდებარეობს.

ამავე დეკლარაციის თანახმად, მისი წლიური შემოსავალი, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას, შემდეგნაირად გამოიყურება:

შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - 9757.34 ლარი

შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი - 45 862.00 ლარი

შს მინისტრი - 11351.54 ლარი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა