სანდრა ბულოკმა People's Choice Awards-ის ოთხი ჯილდო მიიღო

სანდრა ბულოკმა People's Choice Awards-ის ოთხი ჯილდო მიიღო

მსახიობი სანდარა ბულოკი People's Choice Awards-ის ცერემონიაზე ჯილდოების რაოდენობით ლიდერი გახდა. "ხალხის რჩეულის" დაჯილდოება 8 იანვარს გაიმართა. ნომინანტებისა და ლაურეატების სია ღონისძიების ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

ბულოკი საყვარელ კინომსახიობად და დრამისა და კომედიის საყვარელ მსახიობად დასახელდა. People's Choice Awards-ის კიდევ ერთი ჯილდო ბულოკმა ჯორჯ კლუნთან გაინაწილა. ისინი საუკეთესო დუეტად აღიარეს ფილმ "გრავიტაციაში" მუშაობისთვის. გარდა ამისა, "გრავიტაციამ" ნომინაციაში - "საყვარელი დრამატული ფილმი" გაიმარჯვა.

"ხალხის რჩეულის" სამი ჯილდო, მათ შორის მთავარი როლის შემსრულებლის, რობერტ დაუნი-უმცროსის პრემია, ფილმ "რკინის კაც 3"-ს ერგო. ასევე People's Choice Awards-ის სამი ჯილდო მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკს გადასცეს.

მომღერალმა კეტი პერიმ, რომელმაც წინა ორ ცერემონიაზე ყველაზე მეტი ჯილდო მოაგროვა, ამჯერად ორი პრემია მიიღო. მისმა შესრულებულმა კომპოზიცია Roar-მა გაიმარჯვა ნომინაციებში - "საყვარელი სიმღერა" და "საყვარელი ვიდეო".

"ხალხის რჩეულის" ჯილდოები შოუ-ბიზნესის წარმოამადგენლებს მაყურებლებისა და მსმენელების პირდაპირი არჩევნების შედეგად გადაეცემათ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტში ტარდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება