რას აკეთებს ხატია სიჭინავა მეუღლის მიერ ნაჩუქარ სალონში

რას აკეთებს ხატია სიჭინავა მეუღლის მიერ ნაჩუქარ სალონში

ტელეწამყვან ხატია სიჭინავას გასულ წელს, მეუღლემ, რამაზ ნოზაძემ სილამაზის სალონი შეუძინა. სალონი მთელი წლის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში აქტიურად მუშაობდა... ახალ წელს კი "ბოდი იმიჯმა" "ნაით ოფისში" ჩვენება-წვეულება გამართა, რომელზეც ცნობილი ადამიანებიც მიიწვიეს. მოდელებმა ორიგინალური სადღესასწაულო ვარცხნილობები წარმოადგინეს...

ხატია სიჭინავა, საღამოს მასპინძელი:

- საახალწლო ჩვენება-წვეულება გვქონდა, წარმოვადგინეთ საახალწლო ვარცხნილობები. მოდელები სააგენტო "კეთრინიდან" იყვნენ. ჩვენების გამართვაში მეგობარი დიმიტრი ჩხეიძე დამეხამარა, ის ჩემი გადაცემის პროდუსერია. იმღერეს ასევე ჩემმა მეგობრებმა, ვისაც იმის სურვილი ჰქონდა, რომ გვერდით დამდგომოდა: კერძოდ, მარკუს მეტრეველმა, კახა კუხიანიძემ, კაკი ბოლქვაძემ, ქეთი ორჯონიკიძემ. სტუმარებს შორის იყვნენ - ანრი ჯოხაძე და ეკა კვალიაშვილი. მშვენიერი საკარნავალო საღამო გამოგვივიდა. გვყავდა ერთი მთავარი მოდელი, რომელსაც თმის ვარცხნილობის გარდა მოშიშვლებულ ზურგზე გაკეთებულ ტატუს ("ბოდი იმიჯი") წარმოადგენდა.…

- ე.ი. სალონი მეუღლემ შეგიძინა?

- კი, ჩემმა მეუღლემ მიყიდა იმისთვის, რომ სახლში არ იჯდეო. უსაქმურად ყოფნას ვერც მე ვიტან. მოკლედ, რამაზმა გადაწყვიტა, რომ სახლში არ ვმჯდარიყავი და დავსაქმდი. მოგეხსენებათ, სილამაზის სალონი ყველა ქალს სჭირდება.

- მოკლედ, დასაქმებული ხარ...

- კი, მაგრამ არც სილამაზის სალონი და არც სხვა რომელიმე ბიზნესი ჩემი საქმე არ არის, ჩემთვის მთავრი საქმიანობა მაინც ტელევიზიას უკავშირდება. ასე რომ, ქალბატონების გალამაზებასა და ფორმაში მოყვანას ვემსახურებით.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება