ბრიტანელები ჰიჩკოკის ჰოლოკოსტზე გადაღებულ უცნობ ფილმს გამოუშვებენ

ბრიტანელები ჰიჩკოკის ჰოლოკოსტზე გადაღებულ უცნობ ფილმს გამოუშვებენ

2015 წელს ბრიტანეთის ტელევიზიაში ჰოლოკოსტზე დოკუმენტურ ფილმს გაუშვებენ, რომლის გადაღებაშიც ალფრედ ჰიჩკოკმა მიიღო მონაწილეობა.

რეჟისორი სურათზე 1945 წლიდან მეგობარ ბარონ სიდნი ბერნსტაინთან ერთად მუშაობდა. ფილმში, რომელიც ნაცისტების დანაშაულებებს ეძღვნება, გამოიყენეს ჩანაწერები, რომელიც ბრიტანელმა და საბჭოთა სამხედროებმა გადაიღეს.

კერძოდ, სურათში ბრიტანელი ოპერატორის გადაღებული კადრები ჩართეს, რომელმაც 1945 წელს ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლება აღბეჭდა. ოპერატორის თქმით, ჰიჩკოკმა ფირი რომ ნახა, იმდენად შეძრწუნდა, რომ ერთი კვირა სტუდიაში არ გამოჩენილა.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ფილმი მოკლე დროში გაკეთდებოდა, მაგრამ მასზე მუშაობა გაიწელა. იმ დროისთვის, როდესაც ის უკვე დამთავრებული იყო, საკონცენტრაციო ბანაკებზე ფილმის გამოშვების აუცილებლობა გაქრა. მოკავშირეთა სარდლობის აზრით, ფილმის ჩვენება გერმანიის ომის შემდგომ ფეხზე დადგომას შეუშლიდა ხელს.

ახლა საიმპერატორო ომის მუზეუმის თანამშრომლები, სადაც ფირი წლების განმავლობაში ინახებოდა, ფილმის ისეთი სახით გამოშვებას აპირებენ, როგორც იგი ჰიჩკოკმა და მისმა თანაავტორებმა ჩაიფიქრეს. მთელი ფირი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით აღადგინეს.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება