დი­ო­რის ქართველი მოდელი ლეონარდო დი კაპრიოსა და ალენ დელონთან ურთიერთობაზე

დი­ო­რის ქართველი მოდელი ლეონარდო დი კაპრიოსა და ალენ დელონთან ურთიერთობაზე

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პა­რიზ­ში მოღ­ვა­წე "დი­ო­რის" მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი­ა. ის ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ შეხ­ვდა - პრო­ფე­სია აქვს ასე­თი.

- პა­რიზ­ში მო­მი­წია დარ­ჩე­ნამ ჩე­მი კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­მო, თან გა­მოც­დე­ბი მაქვს წინ და უნ­და მოვ­მზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა აქაც ძა­ლი­ან კარ­გად შევხვდი ახა­ლ წელს ჩემს ფრანგ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, პა­რი­ზულ გა­რე­მოც­ვა­ში, რაც ცო­ტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ხა­ლი­სო იყო. აქ უფ­რო შო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ 25 დე­კემ­ბერს, ოჯა­ხებ­ში. შემ­დეგ კი ახა­ლი წლის ჯე­რი დგე­ბა, მე­გობ­რე­ბის წრე­ში. ყვე­ლა დი­დი ხნით ად­რე გეგ­მავს, სად გა­ა­ტა­როს დღე­სას­წა­უ­ლი, სა­ღა­მოს ოჯახ­ში ვახ­შმო­ბენ, 12 სა­ათ­ზე კი, რო­ცა ეი­ფე­ლის კოშ­კიც აციმ­ციმ­დე­ბა, ყვე­ლა შამ­პა­ნუ­რით ულო­ცავს ერ­თმა­ნეთს. რო­გორც ჩვენ­თან იცი­ან, ისე ლო­ცა­ვენ და უსურ­ვე­ბენ ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს... ზო­გი რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში წას­ვლას და სა­ა­ხალ­წლო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავს, ზოგს კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად უნ­და, ახალ წელს ეი­ფელ­თან შეხ­ვდეს. აქამ­დე ყო­ველ­თვის ჩე­მებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვედ­რი­ვარ ახალ წელს ჩვენს ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე, მაგ­რამ იქაც ჩე­მი და-­ძმა ჩემ­თან იყო.

- რო­გორც ვი­ცი, გა­სუ­ლი წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა შენ­თვის.

- სხვა­თა შო­რის, წი­ნა წელს ორი დი­დი სურ­ვი­ლი ამის­რულ­და. ჩე­მი სურ­ვი­ლე­ბი უფ­რო კა­რი­ე­რულ წინ­სვლას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამიხ­და კი­დეც: "დი­ო­რის" სახ­ლში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ო­ნარ­დო დი­ კაპ­რიო გა­ვი­ცა­ნი. ის აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს და მო­ხიბ­ლუ­ლი­ა.

- ვი­ცი, რომ ალენ დე­ლო­ნიც გა­ი­ცა­ნი.

- ალენ დე­ლონს და­უ­გეგ­მა­ვად შევ­ხვდი, უცებ, ასე რომ, არ გვქო­ნია სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- შენს კა­რი­ე­რა­ში რა სი­ახ­ლე­ე­ბი­ა?

- სი­ახ­ლე­ა, რომ "დი­ო­რის" სახ­ლის მო­დე­ლი გავ­ხდი, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ მათ­თან. ასე­ვე იტა­ლი­ურ ბრენდ comfort zone­-ის სახე გავ­ხდი. ვემ­ზა­დე­ბი ფრან­გუ­ლი მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც იან­ვრის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა. პირ­ველად ფრან­გუ­ლი მო­დის კვი­რე­ულ­ზე 2011 წელს გა­მო­ვე­დი. იქ მოხ­ვედ­რამ­დე ბევრ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან მო­მი­წია თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ და­სახ­ვე­წად და დე­ტა­ლე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად.

- ძნე­ლია მო­დის დე­და­ქა­ლაქ­ში მარ­ტო ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რის აწყ­ო­ბა?

- ძნე­ლი ალ­ბათ იმი­ტომ არის, რომ დიდ ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, დრო არ გაქვს, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად უნ­და აით­ვი­სო, იმუ­შაო მუ­ყა­ი­თად, გა­უძ­ლო ძა­ლი­ან დიდ კონ­კუ­რენ­ცი­ას და ამავ­დრო­უ­ლად, იყო სულ მომ­ღი­მა­რი და თა­ვა­ზი­ა­ნი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გან­შო­რე­ბა, თუმ­ცა მა­ლე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მე თუ მინ­დო­და ამ ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნა, ბო­ლომ­დე უნ­და მივ­ყო­ლო­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რჩე­ვებს და ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დე­ლად. პა­რი­ზი დი­დი ქა­ლა­ქი­ა, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი მხა­რეებით, მაგ­რამ უნ­და გა­უძ­ლო ყვე­ლა­ფერს, თუ გინ­და რომ "ნამ­დვილს" მი­აღ­წი­ო. მო­დე­ლო­ბის­თვის მარ­ტო სი­ლა­მა­ზე არ კმარა. ლა­მა­ზი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი იყოს. საჭიროა ფორ­მა­ში ყოფ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რე. მო­და ძა­ლი­ან კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი­ა, ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორ სა­უბ­რობ უცხო ხალ­ხთან, თავს რო­გორ წა­რად­გენ და რამ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნოა შენ­თან მუ­შა­ო­ბა.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ მო­დის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მო­დე­ლე­ბი არა­ერთ ხრიკს მი­მარ­თა­ვენ კონ­კუ­რენ­ტის და­სა­მარ­ცხებ­ლად, შენ ხში­რად გამ­ხდარ­ხარ ასე­თი ქმე­დე­ბის მსხვერ­პლი?

- მო­დე­ლებს შო­რის, რო­დე­საც სი­ლა­მა­ზე­სა და წარ­მა­ტე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ალ­ბათ შუ­რიც უფ­რო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი­ა. თან მო­დე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან და ბევრს უჭირს სირ­თუ­ლეების დაძ­ლე­ვა. 18-20 წლის გო­გოს დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს რომ სთხო­ვენ, ბევ­რი იღ­ლე­ბა და კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უძ­ლებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსგავ­სი არა­ფე­რი გა­დამ­ხდე­ნი­ა. თავს ვა­რი­დებ ზედ­მე­ტად ურ­თი­ერ­თო­ბებს, მე ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ და ვი­ცი, რა დროს რა არის სა­ჭი­რო. ალ­ბათ ესეც გა­მოც­დი­ლე­ბას მო­აქვს. გო­გო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე იქ­ცე­ვი­ან, ნაკ­ლე­ბად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და მე­რე დი­დი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან.

- ქრის­ტი­ნე, რა იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ საფ­რან­გეთ­ში?

- სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ვე კარ­გად იც­ნო­ბენ, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­და ფრან­გულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ზე. იცი­ან, რომ პა­ტა­რა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, და­სავ­ლუ­რი კურ­სის მქო­ნე, თუმ­ცა ე.წ. ექ­ს-საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მო­სწონთ. გა­რეგ­ნო­ბის გა­მო კას­ტინ­გებ­ზე ზოგს რუ­სი ვგო­ნი­ვარ, აი, მა­შინ მძაფ­რდე­ბა ჩემ­ში ქარ­თვე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და კარ­გად ვუხ­სნი, ვინ ვართ.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რას­თან გი­ჭირს შე­გუ­ე­ბა საფ­რან­გეთ­ში?

- ბევ­რის­გან გა­მი­გი­ა, რომ ევ­რო­პე­ლე­ბი ცი­ვი ხალ­ხი­ა, მით უმე­ტეს ფრან­გე­ბი, თუმ­ცა მე ასე არ ვფიქ­რობ. აქ ვი­საც ვიც­ნობ, საკ­მა­ოდ თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი და ყუ­რადღ­ე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან. ფრან­გე­ბის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი სით­ბო, მოთ­მი­ნე­ბა და პა­ტივ­ისცე­მა მახ­სოვს. სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­დით... ყვე­ლა­ზე მე­ტად ყუ­რადღ­ე­ბას აქ­ცე­ვენ კულ­ტუ­რულ ქცე­ვებს და "ში­ნა­გან კლასს" - ასე ეძა­ხი­ან ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც იმ­დე­ნად დი­დი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა­ა, რომ აქ ჩა­მო­სუ­ლი საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად ერ­გე­ბი ფრან­გულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- გავიგეთ, რომ გე­ნო მა­ლა­ზო­ნი­ა­ზე ქორ­წინ­დე­ბით, მარ­თა­ლი­ა?

- რა­ა? არა, რას ამ­ბობთ... სხვა­თა შო­რის, ყუ­რი მეც მოვ­კა­რი ამას, მაგ­რამ სი­მარ­თლე გითხ­რათ, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა­ტომ ან სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და აგო­რე­ბუ­ლი­ყო ეს ჭო­რი. არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს მაგ ამ­ბავ­თან.

- ამ­ბო­ბენ, რომ გე­ნოს დე­და მო­ხა­რუ­ლი­ა, მის­მა შვილ­მა თქვენ­ზე რომ შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი...

- გე­ნოს მხრი­დან რა­მე სიმ­პა­თია თუ არის, არ ვი­ცი... და დე­და­მისს რაც შე­ე­ხე­ბა, ეგ თქვენ­გან გა­ვი­გე ახ­ლა. გე­ნო "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" გა­ვი­ცა­ნი. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ლა მარ­თლა არა­ფე­რი ხდე­ბა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი აქ თუ მანდ - ყველ­გან არი­ან, ეს ხომ ნორ­მა­ა. რა­მე სი­ახ­ლე თუ იქ­ნე­ბა, მერ­წმუ­ნეთ, არ დავ­მა­ლავ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება