მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება სურს

მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება სურს

ბანგლადეშელ მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება უნდა. 23 წლის ამელია მალტეპემ, რომელიც ამჟამად ტორონტოში ცხოვრობს, განაცხადა, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მაგალითი მას ჯენა ტალაკოვამ მისცა, რომელმაც 2012 წელს სილამაზის კონკურს "მის სამყაროს" კანადის ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

როდის აპირებს სილამაზის დედოფლის გვირგვინისთვის ბრძოლას მალტეპე უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი კონკურსით აპირებს იგი ოცნების ასრულებას - "მის მსოფლიოს" საორგანიზაციო კომიტეტსა და კანადის რეგიონალურ კონკურსებზე მის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მალტეპეს მოდელად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს: მისი ფოტოები რამდენიმე გამოცემაში დაიბეჭდა, მათ შორის Toronto Sun-ში. ამ პუბლიკაციის შემდეგ მკითხველებმა მოდელი ტრანსგენდერის ფოტოები გააპროტესტეს.

ამელიას ადრე ადეში ერქვა და ბანგლადეშში მუსლიმანების ოჯახში იზრდებოდა. 2009 წელს იგი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. იქ ახალგაზრდამ ჰორმონალური თერაპიის კურსის გავლა გადაწყვიტა, შემდეგ მკერდის იმპლანტანტი ჩაიდგა და სახიდან თმა მოიცილა. ამელიას სქესი ჯერ არ შეუცვლია, ამასთან მისი მეგობარი მამაკაცი ამას მშვიდად ეკიდება.

ჯენა ტალაკოვა პირველი ტრანსგენდერია, რომელიც სილამაზის კონკურზე დაუშვეს. 2012 წლის აპრილში "მის სამყაროს" საორგანიზაციო კომიტეტმა წესდებაში ცვლილება შეიტანა, რომლითაც ყოფილ მამაკაცებს გამარჯვებისთვის ბრძოლის უფლება მიეცათ. 2012 წლის მაისში კონკურს "მის სამყაროს" შესარჩევ ტურში მოხვდა, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. ამისთვის იგი პირველ ხუთეულში უნდა აღმოჩნილიყო, ხოლო ჯენა 12 საუკეთესოთა შორის მოხვდა.

მომზადებულია Orange News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება