ირინა შეიკის ახალი სექსუალური ფოტოსესია (+7 ფოტო)

ირინა შეიკის ახალი სექსუალური ფოტოსესია (+7 ფოტო)

რუსმა სუპერმოდელმა, 28 წლის ირინა შეიკმა ჟურნალ Vogue-ს ესპანურენოვანი გამოცემისთვის იპოზიორა და რამდენიმე სექსუალური საცურაო კოსტუმი მოირგო.

მოდელმა ამერიკული ბრენდის "სანაპიროს ბაჭიას" (Beach Bunny) კოლექციას გაუწია რეკლამა. როგორც ბრენდის დიზაინერმა, კალიფორნიელმა ანჯელა ჩითენდენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მსგავსი სტილის ბიკინები იმიტომ შექმნა, რომ არცერთ მაღაზიაში მისი გემოვნების შესაფერი კოლექცია არ მოიძებნა.

"ისინი ან ძალიან კონსერვატორული იყო და კომბინიზონს მაგონებდა, ან ზედმეტად ელეგანტური. მათში სექსუალური არაფერი იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ საკუთარი ხაზი შემექმნა. დღემდე ჩემზე ამბობენ, რომ შეშლილი ვარ, რადგანაც ჩემი ესკიზები რისკთან ასოცირდებოდა. ვფიქრობ, ისინი ცდებიან", - განაცხადა დიზაინერმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება