ფიდელ კასტრო 9 თვის განმავლობაში საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

ფიდელ კასტრო 9 თვის განმავლობაში საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

კუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო ბოლო 9 თვის განმავლობაში საზოგადოებაში არ გამოჩენილა.

მაგრამ ამჯერად კასტრო კუბის დედაქალაქ ჰავანაში არტ-სტუდიის გახსნაზე მივიდა. კასტრო ბოლოს საზოგადოებაში შარშან, 9 აპრილს გამოჩნდა, როდესაც სკოლის საზეიმო გახსნას დაესწრო.

87 წლის კასტრომ, რომელიც კუბას 1959 წლის რევოლუციის შემდეგ მართავდა, 2006 წელს უფლებამოსილება თავის უმცროს ძმას, რაულ კასტროს გადააბარა. 2008 წელს კი ოფიციალურად გავიდა პენსიაში. ერთ-ერთ ინტერვიუში რევოლუციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ უკვირს, მას შემდეგ, რაც ინსულტი გადაიტანა, კიდევ 7 წელია ცოცხლობს.

მომზადებულია foxnews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა