ნიკა ლაზარიაშვილი: "ყველანაირი გოგო მომწონს, მნიშვნელობა არ აქვს"

ნიკა ლაზარიაშვილი: "ყველანაირი გოგო მომწონს, მნიშვნელობა არ აქვს"

14 იანვარს "ახალი ხმის" ფინალია. დარჩენილია ოთხი მწვრთნელის თითი-თითო კონკურსანტი. მათ სერიოზული ორთაბრძოლა ელით, რისთვისაც ოთხივე (სამი გოგონა და ერთი ბიჭი): მარიამ ჩაჩხიანი (დათო ფორჩხიძის გუნდი), თიკო მოსემღვდილიშვილი (მაია დარსმელიძის გუნდი), ნიკა ლაზარიაშვილი (სტეფანე მღებრიშვილის გუნდი) და თამარ ჯგუშია (ლელა წურწუმიას გუნდი) სერიოზულად ემზადებიან. თავდაპირველად მათგან ერთადერთ მამრობითი სქესის წარმომადგენელს ნიკა ლაზარიაშვილს დავუკავშირდით.

- მშვენიერი საბრძოლო განწყობა მაქვს. ვემზადები და ვრეპეტიციობ. ახლა სახლში ვზივარ და სიმღერის ტექსტს ვსწავლობ... ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავიმარჯვო.

- სტეფანე, შენი მწვრთნელი რას გეუბნება?

- მეუბნება, რომ უნდა გავიმარჯვო, რასაც მეც ვეთანხმები...

- რომ გაიმარჯვო, მთლიანად შეიცვლება შენი ცხოვრება?

- მაგაზე ჯერ არ მიფიქრია... თუმცა ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მართლა შეიცვლება...

პროექტში ერთი ბიჭი კი დავრჩი, მაგრამ ძლიერი კონკურენტები მყავს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რადგან ბიჭი ვარ, მე უნდა გავიმარჯვო-მეთქი. მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს. მე, რა თქმა უნდა, მინდა მოგება, მაგრამ... ვნახოთ...

- ამ შოუში მონაწილეობის შემდეგ ალბათ ბევრი გულშემატკივარი, ფანი და თაყვანისმცემელი შეიძინე...

- კი, ფანები ძირითადად მოსიყვარულეები არიან, ზოგიერთი კი მაწუხებს, მაგრამ ასეთებს არ ვეკონტაქტები... სიყვარულს ვერავის დავუშლი, მაგრამ ტვინს რომ ბურღავენ, ამას ვგულისხმობ.

- შეყვარებული არ გყავს?

- არა (სიცილით ამბობს)...

- აბა, პერსპექტიული სასიძოც ყოფილხარ. როგორი გოგნები მოგწონს?

- ყველანაირი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჩემთვის მისაღები იყვნენ...

- უნდა მღეროდეს?

- ეს მთავარი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არ არის...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება