კეიტ მოსის და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო

კეიტ მოსის და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო

ცნობილი სუპერმოდელის კეიტ მოსის უმცროსი ნახევარდა, 16 წლის ლოტი მოსი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო.

გოგონა სამოდელო სააგენტო Storm Models-მა აიყვანა - სწორედ ამ სააგენტომ აღმოაჩინა თავის დროზე კეიტი, შენიშნა აეროპორტში მყოფ ათასობით ადამიანში და 13 წლის გოგონაში მომავალი სუპერმოდელი დაინახა.

კეიტის დის შესახებ პრესაში დღემდე არაფერი დაწერილა. როგორც გოგონა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, უფროსი დის წარმატების ჩრდილქვეშ ყოფნის არ ეშინია და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. თუ ფოტოთი ვიმსჯელებთ, გოგონა კეიტს ჰგავს და სხეულის დახვეწილი პროპორციებითაც გამოირჩევა. ლოტი ერთ დღეში გახდა პოპულარული და "ტვიტერში" მას უკვე 1995 ადამიანი გულშემატკივრობს.

კეიტსა და ლოტის საერთო მამა ჰყავთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება