ლინდსი ლოჰანის ინტიმური ფოტოები ქურდებს ჩაუვარდათ ხელში

ლინდსი ლოჰანის ინტიმური ფოტოები ქურდებს ჩაუვარდათ ხელში

ჰოლივუდის მსახიობს, ლინდსი ლოჰანს ჩინეთში ყოფნისას უსიამოვნება შეემთხვა. 27 წლის კინოვარსკვლავს აეროპორტში ნოუთბუქი მოპარეს, სადაც მისი ინტიმური ფოტოები ინახებოდა. კომპიუტერის ქურდებს ასევე ხელში ჩაუვარდათ ლოჰანის პირადი მიმოწერა ცნობილ სახეებთან, კერძოდ, ვუდი ალენთან და ლედი გაგასთან. კომპიუტერში ინახებოდა ნაწყვეტები მისი მომავალი ავტობიოგრაფიული წიგნიდანაც. დაკარგული მასალის სერიოზულობიდან გამომდინარე, ლოჰანმა ნოუთბუქის მპოვნელისთვის სოლიდური ფულადი პრემია დააწესა.

"ჩინეთში შესანიშნავი დრო გავატარე და სტუმართმოყვარეობისთვის ყველას მადლობას ვუხდი. ვთავაზობ ჯილდოს მას, ვინც კომპიუტერს იპოვის და დამიბრუნებს", - წერს მსახიობი თავის მიკრობლოგში.

ლინდსის ნაცნობები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მსახიობი განსაკუთრებულად ფრთხილობს, თავისი ჯერ კიდევ დაუსრულებელი წიგნის დეტალებმა პრესაში არ გაჟონოს. წიგნი დღიურის ფორმატშია დაწერილი, სადაც ალკოჰოლიზმზე მკურნალობისას მსახიობის მიერ კლინიკაში გატარებული დღეებიც არის აღწერილი.

ლინდსი ლოჰანის პირად ცხოვრებას მოკრძალებულს ვერ უწოდებთ. არც მისი შიშველი ფოტოები წარმოადგენს იშვიათობას, ამიტომ ეჭვობენ, რომ მოპარული ფოტოები გაცილებით თამამია, ვიდრე დღემდე ცნობილი. წარმოგიდგენთ მსახიობის თამამ ფოტოებს, რომლებიც პრესაში სხვადასხვა დროს გავრცელებულა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება