სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი მომღერალი იმღერებს?

სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი მომღერალი იმღერებს?

ვინ იმღერებს სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე? - მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზულ სპორტულ სანახაობამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, ამ კითხვაზე ჯერ ისევ სავარაუდო პასუხები არსებობს. ყველაზე სანდო ვერსიით, გახსნის ცერემონიალზე ქართული წარმოშობის რუსი ვარსკვლავი, გრიგოლ ლეფსვერიძე (ლეპსი) იმღერებს. მომღერალი ამ ინფორმაციას თავადაც არ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი შემოქმედებითი კარიერის დასრულებისთვის ეს ლოგიკური დასასრული იქნებოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლეფსვერიძემ შესაძლოა სოჭის ოლიმპიადაზე ვერ იმღეროს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან მომხდარი სკანდალია - სამინისტრომ ლეფსვერიძე საერთაშორისო მაფიასთან კავშირში ამხილა.

"გრიგოლს მართლაც სურს ოლიმპიადაზე იმღეროს და ამაზე უარს არ იტყვის, თუმცა ორგანიზატორები არც თანხმობას აცხადებენ და არც უარს ამბობენ. მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება, მომღერლის ყველა მონაცემი ორგანიზატორებისთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაუკავშირდნენ. ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გრიგოლი პატივსცემით მოეკიდება", - აცხადებს მომღერლის წარმომადგენელი, მაია სერიკოვა.

რაც შეეხება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სკანდალს, პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულზე სანქციები წესდება. თავიდან სანქციები შეეხოთ იაპონურ "იაკუძას" წევრებს, იტალიურ "კამორას", მექსიკურ "ლოს-ზეტას" და ევრაზიულ "საძმო წრეს". სწორედ ამ უკანასკნელთან კავშირში განიხილება გრიგოლ ლეფსვერიძეც, რაც მის წინააღმდეგ გარკვეულ აკრძალვებს ითვალისწინებს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება