შაკირას ქმარს პუტკუნა ქალები ყვარებია

შაკირას ქმარს პუტკუნა ქალები ყვარებია

კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა თავისი დუნდულებით ამაყობს და აცხადებს, რომ დიეტის დაცვა არასოდეს მოუწევს. აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე, ფეხბურთელი ჟერარ პიკე ტანსრული ქალების მოყვარულია. როგორც 36 წლის მომღერალმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, ჟერარს მისი სხეული ისეთი უყვარს, როგორიც არის და წონაზე ფიქრით თავის შეწუხება არ უწევს.

"ჟერარს ძვლებზე მეტად ხორცი მოსწონს, არ უყვარს ზედმეტად გამხდარი ქალები. მეც მომწონს, როცა წონაზე ფიქრი აღარ მიწევს. ამის გარეშეც ბევრი თავსატეხი მაქვს. ამ თვეში სპორტისთვის ერთი დღეც ვერ მოვიცალე, რადგან ალბომზე ვმუშაობ, თან ბავშვი მყავს. გემრიელ სადღესასწაულო ნამცხვრებზე აღარაფერს ვამბობ", - აცხადებს მომღერალი.

სულ მალე შაკირა და ჯერარ პიკე თავიანთი შვილის, პატარა მილანის პირველ დაბადების დღეს იზეიმებენ.

მომზადებულია glamour.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება