თათია შარანგია - ეკლესიის მიმართ ცინიზმი ცუდად აისახება მომავალი თაობის რწმენაზე

თათია შარანგია - ეკლესიის მიმართ ცინიზმი ცუდად აისახება მომავალი თაობის რწმენაზე

პიანისტი თათია შარანგია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას აპროტესტებს და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება.

"ჩემი აზრით სირცხვილია, ასეთი ცინიკური დამოკიდებულება ეკლესიისა და რწმენის მიმართ. მე ვგმობ ამ "მოდურ" სტატუსებს და ვთვლი, რომ ეს ზოგადად მართლმადიდებლობის შეურაცყოფაა...

მე არ მიგულისხმია ამ შემთხვევაში პატრიარქის სიტყვები. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს ეკლესიის მიმართ ცინიზმი ცუდად აისახება ჩვენი მომავალი თაობის რწმენასა თუ დამოკიდებულებაზე სარწმუნოების მიმართ.

რაც შეეხება ბავშვებს. სუროგაციით ან ხელოვნური განაყოფიერების გზით შეძენილი შვილები კი არა, სულ რომ არანაირ სისხლით კონტაქტში არ იყო ბავშვთან, შვილია - როცა ზრდი, უვლი. სიყვარული - გაწეული ამაგია ჩემთვის. რა თქმა უნდა, მესმის ხალხისგან გამოხატული შეშფოთება", - წერს შარანგია.

იხილეთ ასევე: ნოე სულაბერიძე - "პატრიარქზე ასეთი შეტევა არ მოსულა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს