ქეთას საახალწლო საჩუქარი

ქეთას საახალწლო საჩუქარი

მართალია, ქეთა ორბელაძე ჯერ პატარაა, მაგრამ უკვე პოპულარული მსახიობი გახლავთ. სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ის პრანჭია ტასუნას როლს ასრულებს. ქეთამ გაგვიმხილა, რომ ტასოს მსგავსად, დედიკოს ტანსაცმელს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იცვამს და უფრო მეტიც - თურმე, "მაღლები" თავადაც აქვს: ჩემს კლასელს კარნავალი-დაბადების დღე ჰქონდა და იქ მეცვაო.

მაკიაჟი

- გაპრანჭვა ძალიან მიყვარს. პომადაც მიყვარს, მაგრამ ჩემი რეჟისორი მეუბნება, - არ შეიძლება, უფროსი ადამიანებისთვისაა, ტუჩს გა­გიღიზიანებსო. მე ჩემი პომადები მაქვს და სულ სარკის წინ ვდგავარ.

- დედიკომ გიყიდა?

- ჰო. დედა არ მიშლის პომადის წასმას.

- კოსმეტიკის გამოყენება როდის დაიწყე?

- "პატარაობაშიც" რაღა­ცებს ვისვამდი.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

- 7-ის. პომადას ძირითადად, მაშინ ვისვამ, როცა ჩემი დაბადების დღეა ან რამე კონცერტი მაქვს.

ვარცხნილობა

- სალონში სიარული მომწონს.

- ზოგ ბავშვს თმის შეჭრა არ უყვარს და ტირის...

- მე არ ვტირი, მაგრამ თმის შეჭრა არც მე მიყვარს.

- ადრე უფრო მოკლე ვარცხნილობა გქონდა.

- ახლა თმას ვიზრდი. აღარ მინდა, რომ მოკლე თმა მქონდეს.

- ძალიან გრძელი თმა გქონია?

- პატარაობაში მქონდა, მაგრამ მერე გადაღებისთვის დამჭირდა და შევიჭერი.

- სალონში რატომ მიდიხარ ხოლმე?

- ხანდახან თმას ვიხვევ (ზეიმის­თვის), ფენით "ვივარცხნი"... ჰოდა, ვინაიდან ამის გაკეთება სახლში არ შემიძლია, სალონში მივდივარ. ჩემი სტილისტი მყავს, თამუნა ჰქვია. მან დაბადების დღეზე თმა ისე ლამაზად გამიკეთა, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- თავად თუ შეგიძლია რაიმე ვარცხნილობის გაკეთება. მაგალითად, ნაწნავების გაკეთება, გასწორება?..

- კი, თმას ლამაზად ვიწნავ და მერე "კოსას" ვიკეთებ.

- ამ ვარცხნილობის გაკეთება დამოუკიდებლად ისწავლე?

- არა, ჩემმა მეგობარმა მასწავლა. ის დიდი გოგოა - 12 წლისაა.

სამოსი

- მაღაზიებში დედასთან ერთად სიარული მიყვარს. ყველაზე მეტად, კაბები მომწონს.

- სამოსს დამოუკიდებლად არჩევ თუ დედის გემოვნებით?

- ხანდახან მე ვარჩევ.

- შენი და დედიკოს გემოვნება ერთმანეთს ხშირად ემთხვევა?

- არც ისე.

სამკაული

- საყურეები და საყვარელი კულონები მაქვს: სათვალე-კულონი, გოგონა-კულონი. ზოგს ვყიდულობ, ზოგს - მჩუქნიან.

- ყურები როდის გაიხვრიტე?

- 4 წლის ვიყავი, ყურები რომ გამიხ­ვრიტეს. ჰოდა, ახლა, როცა დაბადების დღისთვის საჩუქარს ვერ მირჩევენ, საყურეს მჩუქნიან. უკვე ყველამ იცის, რომ ეს აქსესუარი ძალიან მიყვარს.

საქმე

- მიხარია, რომ "ჩემი ცოლის დაქა­ლების" ახალ ფილმში საკუთარ თავს ვნახავ.

- სერიალისგან განსხვავებული როლი გაქვს თუ ჩვეულ ამპლუაში ხარ?

- არა, ფილმშიც ჩვეულებრივი ბავშვი - ტასო ვარ.

- უცნობი ადამიანები "ტასოთი" ხშირად მოგმართავენ?

- კი.

- ეს ხომ არ გწყინს?

- არა, პირიქით - მომწონს კიდეც (იცინის).

- ავტოგრაფებს გთხოვენ?

- ადრე მთხოვდნენ, ახლა - აღარ.

- ალბათ შენი ავტოგრაფი უკვე ყველას აქვს.

- ყველას არ აქვს, მაგრამ რატომღაც, აღარ მთხოვენ.

- თუ საიდუმლო არ არის, გვითხარი - ჰონორარს რაში ხარჯავ?

- ხანდახან ტანსაცმელში, მაგრამ ძირითადად, საოჯახო რაღაცებში ვხარჯავ. მაგალითად, ჩემს სახლში რაღაცებს ვაკეთებ, ჩემს ოთახს, კუთხეს ვაწყობ და სათამაშოებს, წიგნებს ვყიდულობ.

სწავლა

- ხანდახან გადასაღებ მოედანზე ვმეცადინეობ. სკოლაში მასწავლებელი მეუბნება: კარგი, ქეთა, გაკვეთილები დამთავრდა და გადაღებაზე წადიო. მასწავლებლები მიგებენ, რადგან ჩემი სერიალი მოსწონთ.

- გაკვეთილების გაცდენა ხშირად გიწევს?

- არა, ძალიან იშვიათად.

- შენთვის განსაკუთრებულად საყვარელი სასწავლო საგანი რომელია?

- ინგლისური. მიყვარს ეს ენა, რა.

სიმღერა

- ბავშვური სიმღერები არ მომწონს.

- აბა, როგორი მოგწონს?

- რიჰანას და კეტი პერის სიმღერები მიყვარს.

- არადა, სერიალში სწორედაც რომ ბავშვურ სიმღერებს ღიღინებ.

- კი, ასეთს მაძლევენ - იმღერეო, მაგრამ მე არ მომწონს. ბავშვური სიმღერები ადრეც არ მიყვარდა.

- რიჰანას და კეტი პერის სიმღერების შინაარსი თუ გესმის?

- არა, არ მესმის, მაგრამ მათი ყველა სიმღერა ვიცი.

- მომღერლობას ხომ არ აპირებ?

- კი. ისე, ადელიც მიყვარს, ბიონსეც...

- ქართველი შემსრულებლებიდან ვინ მოგწონს?

- ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა".

მეგობრები

- ადრე ეზოში რომ ჩავდიოდი, ბავშვები სულ ვთამაშობდით. ჰოდა, იქ ერთი ლიზი იყო, ჩემი ძალიან ახლობელი. მას მამიკოც იცნობს. ლიზის მამა და მამაჩემი ძმაკაცები არიან... ახლა ახალ სახლში გადავედით და ძველ მეგობრებს ისე ხშირად ვეღარ ვხვდები.

- ანუ ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ლიზისთან მეგობრობა ვეღარ განაგრძე?

- როგორ არა! ლიზი ხანდახან ჩემთან მოდის, მისი ტყუპი ძმაც გვესტუმრა. ისინი "დიდები" არიან... კლასელებთანაც ვმეგობრობ, მათ შორის ერთ-ერთი კი ჩემი "საკუთარი" მეგობარია.

- ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...

- არა, არ მყავს.

- არც შეყვარებული გყავს?

- არა.

თოვლის პაპა და ახალი წელი

- ახალი წლის დადგომა ყოველთვის მიხარია.

- თოვლის პაპის არსებობის ხომ გჯერა?

- არა.

- რატომ, შენთან არ მოდის ხოლმე?

- კი, მოდის. საჩუქრებს მეც ვთხოვ, მაგრამ გულის სიღრმეში თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯერა.

- თუ მოდის და საჩუქრებიც მოაქვს, მისი არსებობის რატომ არ გჯერა?

- (იცინის) რა ვიცი, არ მჯერა.

- აბა, საჩუქრები ვის მოაქვს?

- მამა ყიდულობს.

- წელს რა სთხოვე "თოვლის ბაბუს"?

- აიპოდი და ფუმფულა თოჯინა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება