2013 წლის ყველაზე ხმაურიანი ამბები

2013 წლის ყველაზე ხმაურიანი ამბები

ხატია ბუნიათიშვილის მკერდი ინტერნეტსენსაცია გახდა

სატელევიზიო შოუს - "ნიჭიერი" ჟიურის წევრებს შორის ორი ქალბატონია - ია ფარულავა და ხატია ბუნიათიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ხატია, საკუთარი შემოქმედებითი მიღწევებისა თუ კარგი გარეგნობის მიუხედავად, სკანდალური ია ფარულავას ჩრდილქვეშ მოექცა. მაგრამ შოუს ბოლოს ყველაფერი შეიცვალა - მშვენიერმა პიანისტმა ფურორი მოახდინა. ხატიამ დიდ საკონცერტო დარბაზში შესვლისთანავე დაიპყრო მაყურებლის გულები და ამის მიზეზი მისი თეთრი კაბა გახდა, რომელიც არაჩვეულებრივად წარმოაჩენდა მუსიკოსის გარეგნულ მონაცემებს - ხატიას ბიუსტჰალტერი არ ეცვა.

ირაკლი ალასანიას ვაჟი "გელფრენდთან" ერთად

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვაჟმა - ნიკოლოზ ალასანიამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მეგობარ გოგონასთან, ფლავია რიბეიროსთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოები 2009-2010 წლებშია გადაღებული. ამჟამად კი ნიკოლოზს "ფეისბუკზე" სტატუსში "მარტოხელა" აქვს მითითებული.

ნიკოლოზმა და ფლავიამ ერთმანეთი, სავა­რაუდოდ, ნიუ-იორკში ანუ იმ პერიოდში გაიცნეს, როცა ნიკოლოზი ამერიკაში სასწავლებლად გახლდათ წასული.

გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი შეყვარებულთან ერთად

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის ოჯახის მიმართ ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. განსაკუთრებით კი მისი მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა და ამჟამად უკვე პრეზიდენტის ქალიშვილი - ანა მარგველაშვილი მოექცნენ ყურადღების ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის მათი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

ამჯერად ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება ანა მარგველაშვილის "ინსტაგრამის" გვერდმა მიიპყრო, საიდანაც ირკვევა, რომ ის შეყვარებულია.

ვინ გაუჩინა გოგონა პეტრე ცისკარიშვილს

უკვე დაახლოებით ერთი წელია, რაც პეტრე ცისკარიშვილი მეუღლეს - ანა სურმავას გაშორდა. ათწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ეს მათი პირველი განშორება არ გახლავთ. ისინი ხშირად ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. თუმცა, როგორც წყვილთან დაახლოებული პირი გვაცნობებს, პეტრე ანას ამჯერად, საბოლოოდ დაშორდა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა.

პეტრე ცისკარიშვილი და ანა სურმავა 2002 წელს დაქორწინდნენ. ანა პეტრეს თან ახლდა კუს ტბის გზაზე, როდესაც დეპუტატი თანმხლებ გოგონასთან ერთად რამდენიმე დღით პანკისში გაიტაცეს. როგორც ამბობენ, ამ უსიამოვნო ფაქტმა წყვილი უფრო მეტად დააახლოვა და მათი რომანი მალე ქორწინებით დასრულდა.

ამბობენ, დაოჯახების მიუხედავად, ყველაზე სიმპათიურ პარლამენტარად აღიარებული ცისკარიშვილი აქტიურად აგრძელებდა ლამაზმანებთან ერთ ან რამდენიმეღამიან რომანებს.

როგორც თბილისური ელიტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, იმ პერიოდში მის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მეგობარ გოგონად თბილისელი ლამაზმანი მარიკა მერაბიშვილი რჩებოდა. წყვილი ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ერთად სტუმრობდნენ გასართობ ადგილებს თბილისსა და ბათუმში. როგორც მათი მეგობრები ამბობენ, პეტრე და მარიკა უკვე რვა წელია, მეგობრობენ. თუ­მცა, რო­გორც მე­უღლეს, დეპუტატი მარიკასაც ხშირად შორდებოდა და ურიგდებოდა.

რამდენიმე ხნის წინ მარიკა ქალაქში "მერსედესის" მარკის ML-ის ცისფერი ჯიპით გამოჩნდა, რომლის ფასი იმ დროისთვის დაახლოებით, 25 ათასი ამერიკული დოლარი იყო. მისი მეგობრების მონათხრობის თანახმად, მარიკამ ეს საჩუქარი პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღო. ცოტა ხანში კი გავ­რცელდა ინფორმაცია, რომ ის ფეხმძიმედ იყო და ბავშვს პეტრე ცისკარი­შვილისგან ელ­ოდებოდა. რამდენიმე თვის წინ ქვეყანას პატარა ალისა მოევლინა. როგორც ახლობლები იუწყებიან, ბავშვი მამას ჰგავს.

ნინი და სოფო ხინკლის მოლოდინში

ბევრს ლაპარაკობდნენ ნინი ბადურაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ნინიმ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მასთან ერთად სწორედ სოფო ნიჟარაძეა აღბეჭდილი. სურათი სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახინკ­ლე­შია გადაღებუ­ლი. მომღერები ერ­თმანეთს ჭიქებს უჭ­ახუნებენ. ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ, მათ შორის არსებულ რაიმე და­პირისპირებაზე თი­თქოს, ლაპარაკიც ზედმეტია. ჭორიკანებს ამჯერად, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება