მამულიჩა: "თუ გიყვარვარ, თამარს უნდა დაუმესიჯო"

მამულიჩა: "თუ გიყვარვარ, თამარს უნდა დაუმესიჯო"

დღეს "ახალი ხმის" ფინალია. დარჩენილია ოთხი ფინალისტი: თამარ ჯგუშია (ლელას გუნდი), ნიკა ლაზარიაშვილი (სტეფანეს გუნდი), თიკო მოსემღვდლიშვილი (მაიას გუნდი) და მარი ჩაჩხიანი (დათოს გუნდი). ამ ეტაპისთვის ესემესლიდერი თამარ ჯგუშია გახლავთ, თუმცა როგორც კახა მამულაშვილი, ლელა წურწუმიას პროდიუსერი ამბობს, ეს ჯერჯერობით ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავრი მაინც საბოლოო შედეგია.

მამულიჩა:

- თამარი რომ დღევანდელი მონაცემებით ესემესლიდერია, არაფერს ნიშნავს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია საბოლოოდ ესემესებზე, რა რაოდენობასაც მიიღებს. ჯერ კიდევ მთელი დღეა წინ...

- როგორ ფიქრობ, როგორი შანსი აქვს თამარს და რამდენად შეძლებს გამარჯვებას?

- ფინალში შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებიან. ახლა უკვე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და იმ ადამიანებზე, ვისაც უნდა, რომ თამარმა გაიმარჯვოს. მხოლოდ "ფეისბუქში" ლაიქები, შეხვედრები, და იმის თქმა, - მომწონხარ და მიყვარხარ, არაფერია. უნდა დაუმესიჯონ. საერთოდ, ბევრ ადამიანს უნდა ესემესის გაგზავნა და ამის საშუალება არ გააჩნია. ამასთან, არიან ადამიანები, ვისაც უღირთ, საშუალებაც აქვთ, ურიგებენ მეგობრებს გარკვეულ თანხას და თავისი ფავორიტისთვის ამესიჯებინებენ. ეს მათთვის პრინციპული საკითხია. ამჯერად, რამდენიმე ასეთი პრინციპული ადამიანი თუ დაეჯახა ერთმანეთს, ბრძოლა მათ შორის გაიმართება. კონკურსანტებს ასევ ოჯახის წევრებიც ეხმარებიან... ეს არის ცხოვრება, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, - თუ ხალხმა მოინდომა, ვინც რა რაოდენობის მეიჯი უნდა გააგზავნოს, ხალხის სურვილს ვერავინ დაუპირისპირდება. მათი თითო მესიჯიც კი გადაფარავს სერიოზულ თანხებს. ასე რომ, ყოველი ესემესი ძვირფასია.

- "ფეისბუქზე" მთავარ ფოტოდ ბოლო რამდენიმე დღეა, თამარ ჯგუშიას ფოტო გიყენია. ასეთია ლელას გუნდის სტრატეგია?

- აბა, რა... თუ მამულიჩა გიყვარს, უნდა დაამესიჯო (იცინის)... ასე რომ, ერთი ესემესი შენზეა... ამ კონკრეტულ სიტუაციაში ასეთი რეალობა გვაქვს. ამიტომ, არა მარტო შენ, ყველას მოვუწოდებ, - ვისაც ვუყვარვარ, ვისაც უყვარს ლელა, თამარი და ა.შ. ჩვენთვის თითო ესემესსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მოდუნების საშუალებას არ იძლევა თამარ ჯგუშიას ის პროცენტები, რომლითაც ჯერჯერობით ლიდერობს. ყველამ უნდა დაამესიჯოს!

- როგორია ლელას განწყობა?

- ლელა თავიდანვე ჩამოყალიბდა და მიხვდა, ვისზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი და გააკეთა.

- ისე, ნახევარფინალში მეგრელი კონკურსანტები (თამარ ჯგუშია და სოფო რურუა) კი მოუგროვდნენ...

- მეგრელებზე აქცენტებს ნუ გააკეთებთ. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და გვინდა, რომ თამარი საქართველოს "ახალი ხმა" გახდეს და არა მარტო მეგრელების... მე ქართლელი ვარ და ჩემი უფლებები დაიცავით (იცინის).

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება