ამერიკის კინოთეატრში "სმს"-ის აკრეფისთვის მაყურებელი მოკლეს

ამერიკის კინოთეატრში "სმს"-ის აკრეფისთვის მაყურებელი მოკლეს

ამერიკაში, ფლორიდის შტატში, კინოთეატრში მაყურებელმა დარბაზში სმს-შეტყობინების აკრეფის გამო ადამიანი მოკლა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მართალია მობილურ ტელეფონზე ტექსტის აკრეფის პროცესი ხმაურს იწვევდა, მაგრამ ფილმი ჯერ დაწყებული არ იყო და ჩვენების წინ რეკლამა გადიოდა.

ინციდენტი ქალაქ უესლი-ჩაპელის კინოთეატრში მოხდა. მკვლელი და მისი მსხვერპლი კინოში ფილმ "გადარჩენილის" (Lone Survivor) სანახავად მივიდნენ. შერიფ კრის ნოკოს თქმით, სროლას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა.

მკვლელის ტყვიით ასევე დაშავდა ქალი, რომელიც მოკლულის გვერდით იჯდა. იგი დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მკვლელი დააკავეს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა