ენ ჰეთევეი ლამის დაიხრჩო

ენ ჰეთევეი ლამის დაიხრჩო

ჰოლივუდის ვარსკვლავი ენ ჰეთევეი ლამის დაიხრჩო. მსახიობი თავის მეუღლესთან, ადამ შულმანთან ერთად ჰავაის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც წყნარ ოკეანეში მარტომ შეცურა. რამდენიმე წუთის შემდეგ ენმა იგრძნო, რომ ის წყალს მიჰქონდა და ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო.

მსახიობი შორიახლოს მყოფმა სერფერმა შეამჩნია და ჰეთევეი დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევის დროს მსახიობმა ფეხი დაიზიანა, რომელიც მოგვიანებით მეუღლემ დაუმუშავა და შეუხვია. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, წყვილმა პლაჟზე დასვენება განაგრძო.

მომზადებულია  dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება