თამარ ჩერგოლეიშვილი - ლელა კილაძე კვლავინდებურად გიგი უგულავას ცოლია

თამარ ჩერგოლეიშვილი - ლელა კილაძე კვლავინდებურად გიგი უგულავას ცოლია

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გიგი უგულავას ცოლის, ლელა კილაძის გათხოვების შესახებ გავრცელებულ ჭორს ეხმაურება.

"როგორც ამ ოჯახის მეგობარმა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით და თავდადებით განვაცხადო, რომ ლელა კილაძე კვლავინდებურად გიგი უგულავას ცოლია და არასოდეს გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინება არ უფიქრია.

99 პროცენტიანი ვარაუდით შემიძლია ვთქვა, რომ არც გუკა რჩეულიშვილს უფიქრია ლელა კილაძეზე ექორწინა", - წერს ჩერგოლეიშვილი

ქალაქში გავრცელდა ჭორი, რომ ყოფილი მერის მეუღლემ, ლელა კილაძემ კინოპროდიუსერ გუკა რჩეულიშვილთან ერთად საქართველო დატოვა და სავარაუდოდ, მას ცოლად გაჰყვა. თუმცა როგორც Ambebi.ge-ს გუკა რჩეულიშვილის მეგობარმა, მსახიობმა მიშა მესხმა განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ ასევე: ინფორმაცია გიგი უგულავას ცოლის გათხოვების შესახებ მცდარი აღმოჩნდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს