დაპირისპირება - რით დაემუქრა მაია დარსმელიძე თაკო ოქროპირიძეს

დაპირისპირება - რით დაემუქრა მაია დარსმელიძე თაკო ოქროპირიძეს

''ახალი ხმის'' წლევანდელ ნახევარფინალს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაია დარსმელიძეს თავის ჯგუფის წევრთან, თაკო ოქროპირიძესთან უთანხმოება, როგორც თავად აღნიშნა, რეპერტუარის გამო მოუვიდა. ამდენად მაომ მის გამოსვლაზე ნახევარფინალში პასუხისმგებლობა მოიხსნა და როცა ჯერი მის არჩევანზე დადგა, 100 %-დან მხოლოდ 1% დაუწერა თაკოს, დანარჩენი 99% კი მის კონკურენტს მისცა. ასე დატოვა პროექტი 31 წლის პიანისტმა, რომელიც ადრე ''ნუცას სკოლაში'' მონაწილეობდა და ასევე ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი კვინტეტის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.

ყველაფრის მიუხედავად, ''ახალი ხმის'' ნახევარფინალი თაკოსთვის იღბლიანი აღმოჩნდა. კონცერტის დამთავრების შემდეგ მას შეყვარებულმა დაურეკა და ცოლობა სთხოვა. თაკო მეორე დღეს რედაქციაში მეუღლესთან ერთად გვესტუმრა.

- თაკო, როდის დაიწყო უთანხმოება შენსა და მაიას შორის?

- არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

- აბა, რას უკავშირებ, რომ მაიამ ნახევარფინალში შენს გამოსვლაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა?

- ამას ვერავინ ვერ ხსნის და მათ შორის ვერც მე. ბრმა კასტინგი, რინგი, ნოკაუტი, ორი ლაივკონცერტი ფანტასტიკური ურთიერთობით მოვიარეთ. მე და თიკო მისი კოზირები ვიყავით. ასე ამბობდა თვითონ, ჩემი ჯოკერები ხართო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. მეორე ლაივზე ესემესლიდერი ვიყავი, ხალხმა ნახევარფინალში გადამიყვანა. მეორე ლაივკონცერტის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაიამ დამირეკა და მითხრა, - ესემესლიდერი ხარ, არ ვიცი, ვინ გიმესიჯებს, მაგრამ გააჩერე შენი გულშემატკივარი, თორემ ესემესებს დაგიბლოკავო. ელდა მეცა, ვერაფერს მივხვდი. ცხვირიდან სისხლის დენა დამეწყო. იმის კითხვაც ვერ მოვასწარი, რა მოხდა, აღარ ვარ შენი ჯოკერი-მეთქი? მეჩქარებაო, მომაძახა და ტელეფონი გამითიშა. ბავშვები რომ მეკითხებოდნენ, რა გჭირსო, ვუთხარი. იდგნენ და ამესიჯებდნენ ჩემს ნომერზე, აბა, ვნახოთ, როგორ დაგიბლოკავსო. მაიამ შემდეგ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე აღიარა კომენტარებში, რომ მესიჯების დაბლოკვით დამემუქრა. ამის ფაქტები არსებობს.

- მაიამ საიდან იცოდა, შენ რომ ესემესლიდერი იყავი?

- ეს მაიას ჰკითხეთ, თვითონ უკეთ გიპასუხებთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება