რომის პაპი მოტოციკლს ყიდის

რომის პაპი მოტოციკლს ყიდის

რომის პაპი ნაჩუქარ Harley-Davidson-ის მოტოციკლსა და ქურთუკს გაყიდის. ნივთები პარიზში აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ბრიტანული სააუქციონო სახლი Bonhams იტყობინება.

გაყიდვებიდან შემოსული თანხა, რომში უფასო სასადილოსა და უსახლკაროთათვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას მოხმარდება.

მოტოციკლი Dyna Super Glide პონტიფიკს გასული წლის ივნისში, კომპანია Harley-Davidson-ის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა