ვარსკვლავების სხეულის ნაწილები, რომელთაც სახელი გაითქვეს

ვარსკვლავების სხეულის ნაწილები, რომელთაც სახელი გაითქვეს

ხანდახან ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები მათ მფლობელზე პოპულარული ხდება. ვარსკვლავების თაყვანისმცემლები მსახიობების ფეხს, ხელს ან კიდევ რომელიმე, ცაკლე აღებულ სხეულის ნაწილს სოციალურ ქსელში გვერდსაც კი უხსნიან.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი 2012 წლის "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე ანჯელინა ჯოლის ფეხი გახდა. საქმე ის არის, რომ წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინ პოზირებისას, საღამოს გრძელ, შავ კაბაში გამოწყობილმა ჯოლიმ მარჯვენა ფეხი კაბიდან ყველას დასანახად "გამოყო". ასეთ მდგომარეობაში მსახიობი არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე, არამედ ცერემონიის დროს სცენაზეც იდგა.

შედეგად, მისი ფეხი დიდი ინტერესისა და მრავალი ხუმრობის მიზეზი გახდა. ცერემონიალის შემდეგ მსახიობის ფეხი "ტვიტერში" დაარეგისტრირეს.

ანჯელინა ჯოლის ფეხის შარშანდელი ბედი გაიზიარა მსახიობ ენ ჰეთევეის მკერდმა. Twitter-ში მიკრობლოგი გაჩნდა, რომელსაც ენ ჰეთევეის მკერდის სახელით მართავენ.

ჰოლივუდის ვარსკვლავი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე ღია ვარდისფერი Prada-ს კაბით მივიდა. წინიდან კაბა ძალიან ლაკონურად გამოიყურება - არავითარი ზედმეტი დეტალი. მაგრამ მკერდთან წყვილმა ნაკეცმა საზოგადოების ფანტაზიას გასაქანი მისცა. შედეგად,  ინტერნეტ-მომხმარებლებმა ანგარიში HathawayNipple შექმნეს და იქ სხვადასხვა ხუმრობებს წერენ.

მომღერალი რიანა საკუთარი სხეულის გამოჩენის შანსს ხელიდან არ უშვებს. ამიტომ "ტვიტერში" მისი ფეხების გვერდი არსებობს: "შენ ჩვენ ფაქტობრივად გამუდმებით გვხედავ". ეს სიმართლეა, რიანა რეგულარულად აქვეყნებს თამამ ფოტოებს, ამასთან, ქვედა ნაწილი ხშირად მთლიანად მოშიშვლებულია.

ადრე, სხეულის ნაწილების უდავო ლიდერი ჯენიფერ ლოპესის საჯდომი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი არაა. მაგრამ ბოლო დროს იგი კიმ კარდაშიანის საჯდომმა დაჩრდილა. მასაც სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი აქვს, სადაც კარდაშიანის დუნდულების სახელით სასაცილო პოსტები ჩნდება: "დღეს სპორტდარბაზში ველოტრენაჟორზე ვარჯიში გადავწყვიტეთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ კიმს ველოსიპედის ფულის გადახდა მოუწევს, რადგან ჩვენ იგი სადილად გადავყლაპეთ".

მომღერალ ბიონსეს მოკლე ვარცხნილობას სოციალურ ქსელებში არა მხოლოდ გვერდი გაუხსნეს, არამედ გამოთქმაც მიუძღვნეს: "ბიონსეს თმაზე მოკლე ტეილორ სვიფტის ახალი ურთიერთობებია" და ა.შ.

ბრიტანელი მოდელი კირა დელევინი სოციალურ ქსელებში თითქმის მთლიანად დაანაწევრეს. შექმნეს მისი ფეხების, წამწამების, თეძოების გვერდები. ხოლო ყველაზე მეტი გამომწერი მისი წარბების გვერდს ჰყავს. ხუმრობენ, რომ მათი დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება.

მომზადებულია starslife.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება