თაკო ოქროპირიძემ შესაძლოა, მაია დარსმელიძესთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს: "მაია ამბობდა, ჩემსას გავიტანო"

თაკო ოქროპირიძემ შესაძლოა, მაია დარსმელიძესთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს: "მაია ამბობდა, ჩემსას გავიტანო"

სატელევიზიო შოუ "ახალი ხმა" დასრულდა. შო­უმ ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავით, მათ შორის იმითაც, რომ ერთ-ერ­თ­მა მწვრთნელ­მა, მაია დარ­ს­მე­ლი­ძემ სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევრ თა­კო ოქ­რო­პი­რი­ძეს პრო­ცენ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის დროს 1% და­უ­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ­კი ის ფი­ნალ­ში გა­და­ვი­დო­და, სა­კუ­თარ გა­მარ­ჯ­ვე­ბას არ აღი­ა­რებ­და. რო­გორც თა­კო ოქრო­პი­რი­ძე ამ­ბობს, მა­სა და მწვრთნელს შო­რის უთან­ხ­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და და ეს ამ­ბა­ვი მის­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­უბ­რი­სას თა­კომ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა და გვითხ­რა, რომ პრო­ექ­ტი­დან გა­მოს­ვ­ლას არ გა­ნიც­დის, პი­რი­ქით - კმა­ყო­ფი­ლია, ასე რომ მო­უ­წია "ა­ხა­ლი ხმის" და­ტო­ვე­ბამ:

- ჩვენ შო­რის ცუ­დი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. პი­რი­ქით - ძა­ლი­ან დი­დი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მექ­ცე­ო­და. იმ დღეს რა მოხ­და - მი­ჭირს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას თვალს ადევ­ნებ­და ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი, ბენ­დის წევ­რე­ბი და ისი­ნიც და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, რომ ასეთ რა­მეს არა­ვინ ელო­და. მაია ამ ყვე­ლა­ფერს იმით ხსნის, რომ არ მი­ჯე­რებ­დაო. თუმ­ცა მე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ჩვე­ნი მი­წერ-მო­წე­რა, სა­დაც კარ­გად ჩანს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხ­მე­ბი. პი­რი­ქით - მეხ­ვე­წე­ბა: თა­კო, გა­მი­ზი­ა­რე შე­ნი იდეა და მითხა­რი, რა მოგ­წონს. იქ­ნებ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი არ არის მი­სა­ღე­ბი შენ­თ­ვი­სო. მე კი ვპა­სუ­ხობ­დი: მე შენ გენ­დო­ბი, ჩე­მი მწვრთნე­ლი ხარ და ბო­ლომ­დე მოგ­ყ­ვე­ბი-მეთ­ქი. ყვე­ლა სიტყ­ვა, გაც­ნო­ბის დღი­დან ამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბამ­დე, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს "ფე­ის­ბუქ­სა" და ტე­ლე­ფონ­ში. თუ­კი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ.

- მა­ი­ამ გა­ნაცხა­და, რომ მის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ბო­ლო წუთს გა­და­ი­ფიქ­რე.

- ეს სიმ­ღე­რა არა ჩე­მი, არა­მედ პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერ და­თო იმე­დაშ­ვი­ლის, და არა მხო­ლოდ მი­სი და­წუ­ნე­ბუ­ლია. და­ი­წუ­ნა პრო­ექ­ტის მთა­ვარ­მა ჰო­ლან­დი­ელ­მა პრო­დი­უ­სერ­მაც. მან წე­რი­ლიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, ეთ­ნო- ჯა­ზი არაო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბენ­დის ხელმ­ძღ­ვა­ნელ­მა და­ვით მა­ზა­ნაშ­ვილ­მა მითხ­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს სიმ­ღე­რა "ა­ხა­ლი ხმის" სცე­ნა­ზე გაჟ­ღერ­დე­სო. ეს იყო მა­ი­ას არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც, რო­გორც აგ­ვიხ­ს­ნეს, უბ­რა­ლოდ არ მო­ერ­გო "ა­ხა­ლი ხმის" ფორ­მატს. მაია კი ამ­ბობ­და, აუცი­ლებ­ლად იმ­ღე­რე­ბო და მეც ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, მაგ­რამ იმის შე­მე­შინ­და, სცე­ნა­ზე გას­ვ­ლის წინ არ ეთ­ქ­ვათ, თა­კო, ხომ გა­გაფ­რ­თხი­ლეთ, ამ სიმ­ღე­რას არ იმ­ღე­რე­ბო... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე რომ მითხ­რან, ახა­ლი სიმ­ღე­რა შე­არ­ჩიეო, მე­რე რა ვქნა-მეთ­ქი. ეს მა­ი­ა­საც ვუთხა­რი, მან კი მი­პა­სუ­ხა, თუ ასე მოხ­და, დიდ აჟი­ო­ტაჟს ავ­ტეხ და შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტიც დავ­ტო­ვოო. ყვე­ლა მი­დას­ტუ­რებ­და, რომ ამ სიმ­ღე­რას ვერ ვიმ­ღე­რებ­დი და სხვა უნ­და შე­მერ­ჩია. ამის შემ­დეგ შევ­თა­ვა­ზე მა­ი­ას ჩე­მი ვერ­სია და მა­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და, სკა­მი­დან წა­მოხ­ტა, მე­ფე­რა და მე­ხუ­ტე­ბო­და, ამა­ში ბენ­დის წევ­რე­ბიც და­მე­მოწ­მე­ბი­ან.

- ხომ არ ფიქ­რობ, რომ ის პრო­დიუ­სე­რე­ბის მი­ერ სიმ­ღე­რის და­წუ­ნე­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა?

- შე­იძ­ლე­ბა! და ჩემ­ზე გად­მო­ან­თხია ეს ბრა­ზი. სა­ბო­ლო­ოდ გვითხ­რეს, ეს სიმ­ღე­რა და­წუ­ნე­ბუ­ლიაო. მაია მა­ინც ამ­ბობ­და, ჩემ­სას გა­ვი­ტა­ნო. ეს სიმ­ღე­რა იყო აზი­ზა მუს­ტა­ფა- ზა­დეს ერთ-ერ­თი კომ­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. რად­გან ფორ­მა­ტი მხო­ლოდ ე.წ. პაპ­სა სიმ­ღე­რებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, ამი­ტო­მაც და­ი­წუ­ნეს. ეს იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეთ­ნო-ჯა­ზი. ამე­რი­კულ ჯაზ­საც იწუ­ნებ­დ­ნენ, რომ გა­და­ხე­დოთ, არა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბია ჯა­ზი.

- მა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით ითხო­ვე სიმ­ღე­რის შეც­ვ­ლა.

- რო­გორც და­სჭირ­და, ისე თქვა. მთე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ამ­ბობ­და, ეს სიმ­ღე­რა არ გა­ვა და დრო­უ­ლად უნ­და შე­არ­ჩი­ოთ სხვაო. მაია კი ამ­ბობ­და, ჩემ­სას გა­ვი­ტან, ყან­ჩე­ლის მუ­სი­კას მი­ვა­ბა­მო... შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხე ალ­ბათ იმი­ტომ მქონ­და, რომ სა­ერ­თოდ არ დამ­რ­ჩა დრო ახა­ლი სიმ­ღე­რის შე­სარ­ჩე­ვა­დაც კი. თა­ნაც მა­ი­ას ვერ­სი­აც კი არ ჰქონ­და მო­ტა­ნი­ლი, სად უნ­და მი­ე­ბა ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა, ვის უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა...

- გუ­ლი არ გწყდე­ბა, ასე რომ და­ტო­ვე შოუ?

- ის, რომ მწვრთნე­ლე­ბი პრო­ცენ­ტებს უწერ­დ­ნენ კონ­კურ­სან­ტებს, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე გა­ვი­გე. მა­შინ ვი­ვა­რა­უ­დე, რომ მაია ერთ პრო­ცენტს და­მი­წერ­და და ვთქვი, თუ მა­ინც უნ­და დავ­ტო­ვო პრო­ექ­ტი, მინ­და, მა­ი­ამ 1% და­მი­წე­როს-მეთ­ქი. ორი პრო­ცენ­ტიც კი არ მინ­დო­და. ყვე­ლა კონ­კურ­სანტს, მათ შო­რის თი­კოს, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­კა­დი იყო და ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებ­და ფი­ნალ­ში გა­დას­ვ­ლას, ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლას ეკუთ­ვ­ნო­და, სხვა სა­კითხია, ვის გა­უ­მარ­თ­ლა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში თა­ვის მწვრთნელ­თან და ვის - არა. მინ­და, თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით "ა­ხა­ლი ხმის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს დი­დი მად­ლო­ბა ვუთხ­რა გვერ­დ­ში დგო­მის­თ­ვის. ყვე­ლა ხე­დავ­და, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუ­ა­ნი...

რაც შე­ე­ხე­ბა მაია დარ­ს­მე­ლი­ძეს, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი და­ტო­ვა:

"ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, ასე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ჩე­მი და თა­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა. მა­ი­ძუ­ლა, ასე მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, რად­გან თი­კოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად მირ­ჩევ­ნია, ვერ გავ­წი­რავ­დი. ჩემ­თ­ვის ეს იქ­ნე­ბო­და უფ­რო დი­დი უსა­მარ­თ­ლო­ბა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მაია დარ­ს­მე­ლი­ძე მხო­ლოდ მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა: "ეს გო­გო ყვე­ლა­ფერს იტყუ­ე­ბა, პრო­ექ­ტი რომ ჩამ­თავ­რ­დე­ბა, ყვე­ლას თა­ვის ად­გილ­ზე მოვ­ს­ვამ".

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება