საფრანგეთის პირველი ლედი თავის მოკვლას ცდილობდა

საფრანგეთის პირველი ლედი თავის მოკვლას ცდილობდა

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ვალერი ტრიერვეილერი საავადმყოფოში მედიკამენტების დიდი დოზით მიღების გამო გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალ "პუენს" ტრიერვეილერის ნათესავებმა შეატყობინეს.

ამასთან, მათ თვითმკვლელობის მცდელობის ვერსია კატეგორიულად უარყვეს. "ვალერიმ უბრალოდ რამდენიმე ზედმეტი აბი მიიღო",- ამბობს მისი ახლო ნათესავი.

ტრიერვეილერმა წამალი 10 იანვარს, ფრანსუა ოლანდთან საუბრის შემდეგ დალია. ლაპარაკის თემა ჟურნალ Closer-ის პუბლიკაცია იყო, რომელშიც ეწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს რამდენიმე თვის განმავლობაში მსახიობ ჟული გაიესთან რომანი ჰქონდა.

"პუენის" ინფორმაციით, წამლების მიღებიდან მეორე დღეს ტრიერვეილერს ღებინება დაეწყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ქალს საავადმყოფოში მიყვანისას წნევა ჰქონდა დაბალი, დაღლილი და შეწუხებული იყო. პუბლიკაციაში, სათაურით "ვალერი ტრიერვეილერი: იდუმალი ქალის ტრაგედია", ჟურნალს თავად ტრიერვეილერის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც განაცხდა: "ყველაფერი დამნაშავეს მხდის, ჩემი ჰოსპიტალიზაციაც კი".

ტელეარხ BFM-ის ინფორმაციით, 14 იანვარს ექიმებმა საფრანგეთის ლიდერის მეუღლეს საავადმყოფოში მკურნალობის კურსის გაგრძელება შესთავაზეს.

"პუენისა" და გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრანსუა ოლანდის ახალი სასიყვარულო ისტორიის პუბლიკაციამ ტრიერვეილერი შეძრა.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა