Forbes- სპილბერგი ყველაზე გავლენიანი ცნობილი სახეა

Forbes- სპილბერგი ყველაზე გავლენიანი ცნობილი სახეა

ჟურნალმა Forbes-მა რეჟისორი სტივენ სპილბერგი ყველაზე გავლენიან ცნობილ  სახედ აღიარა. ნუსხა Forbes-ის საიტზე გამოქვეყნდა.

გამოცემის მონაცემებით, გამოკითხული ამერიკელების 47% სპილბერგს გავლენიან პირად მიიჩნევს. ბოლო პერიოდში, რეჟისორის საუკეთესო ფილმად "ლინკოლნი" დასახელდა, რამაც მას "ფორბსის" პირველი ადგილი მოუტანა. 2012 წელს ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის 12 ნომინაციაში, საიდანაც ორში გაიმარჯვა.  კინოგაქირავებაში "ლინკოლნმა" 275 მლნ დოლარი მოაგროვა.

გასული წლის გამარჯვებულმა ოპრა უინფრიმ, წელს სიაში მეორე ადგილი დაიკავა. მას გავლენიანად გამოკითხულთა 45% მიიჩნევს.  გავლენიანი ცნობილი სახეების სიაში მესამე ადგილი უჭირავს სპილბერგის კოლეგას, ჯორჯ ლუკასს.

ხუთეულს "ფორბსის" რეიტინგში კინორეჟისორები - რონ ჰოვარდი და მარტინ სკორსეზე ასრულებენ.

რეიტინგი ეფუძნება კომპანია E-Poll Market Research-ის გამოკითხვას, რომელიც რეიტინგს 46 პარამეტრის მიხედვით ადგენს.

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება