პარლამენტის შენობის წინ 20 ტონა ნაკელი დაყარეს

პარლამენტის შენობის წინ 20 ტონა ნაკელი დაყარეს

პარიზში ბურბონის სასახლის წინ, სადაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა - ეროვნული ასამბლეა იკრიბება, პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მოქალაქემ სატვირთო ავტომობილიდან რამდენიმე ტონა ნაკელი ჩამოტვირთა. მძღოლი უმალვე დააპატიმრეს, მაგრამ აქცია ინტერნეტსა და პრესაში აიტაცეს.

სატვირთო ავტომობილს წარწერა ჰქონდა, რომლის წყალობით გასაგები გახდა, რომ ეს საპროტესტო აქცია იყო. ავტომობილს ეწერა: "ოლანდი და მისი მოკავშირეები უნდა წავიდნენ! გაუმარჯოს მეექვსე რესპუბლიკას!" ნაკელმა სასახლის წინ გზის პატარა მონაკვეთი დაფარა, რაც Twitter-ში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს. პარლამენტის წევრებს იგი ნაკლებად შეუშლის ხელს, რადგან ისინი შენობაში სხვა მხრიდან შედიან.

ავტომობილი, რომელმაც სასახლესთან არასასიამოვნო ტვირთი მიიტანა, აღმოსავლეთ საფრანგეთში, ენეს დეპარტამენტშია დარეგისტრირებული. გაზეთ Le Figaro-ის ინფორმაციით, იგი იქ მდებარე საცხენოსნო ცენტრს ეკუთვნის. ნაკელი 20 ტონა იყო.

ინტერნეტში ამბობენ, რომ პარლამენტი ბოლო რამდენიმე კვირაში უკვე მეორედ ფერმას ემსგავსება. ახლახან, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მომიტინგეებმა სასახლის წინ რამდენიმე ასეული ქათამი გაუშვეს, რომლებმაც მთელი მოედანი დასკლინტეს, ერთ-ერთ იუმორისტული სურათის წარწერაზე, სადაც ქათმები და ნაკელია გამოსახული, იკითხება: "გახსენით პარიზში ფერმა პირდაპირ ეროვნული ასამბლეის წინ".

მომზადებულია Le Figaro-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა