ისრაელში სიტყვა "ნაცისტს" აკრძალავენ

ისრაელში სიტყვა "ნაცისტს" აკრძალავენ

ისრაელის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სიტყვებს - "ნაცისტს", "ნაციზმს" და მათგან წარმოებულებს უკანონოდ ცნობს, ისევე როგორ ნაცისტების სიმბოლიკას.

დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ეს შეზღუდვები მხოლოდ ორ სფეროს არ შეეხება: სამეცნიეროსა და საგანმანათლებლოს, რომლებიც შესაბამის სიტყვებსა და სიმბოლოებს შეისწავლიან. კანონის დარღვევისთვის ან 100 000 შეკელი ჯარიმა, ან ნახევარი წლით ციხეა გათვალისწინებული.

კანონპროექტი მმართველმა მემარჯვენე კოალიციამ წარმოადგინა. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ებრაულ სახელმწიფოში ნაციზმთან დაკავშირებულ ზოგიერთ სიტყვებსა და სიმბოლოებზე შეზღუდვები უნდა არსებობდეს.

ოპოზოციურმა პარტიებმა თავის მხრივ, განაცხადეს, რომ კანონპროექტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და საჯარო დისკუსიებისთვის ხელის შეშლის მცდელობას წარმოადგენს.

მომზადებულია The Jerusalem Post-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა