5 მიზეზი, რის გამოც მიშელ ობამას პატივს სცემენ

5 მიზეზი, რის გამოც მიშელ ობამას პატივს სცემენ

დღეს, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 5 მიზეზი, რის გამოც ამერიკელები თავიანთ პირველ ლედის აფასებენ.

მიზეზი № 1 - მოდა

მსოფლიო ტაბლოიდები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან პირველი ლედის ჩაცმულობას. მოდის ჟურნალები მიშელ ობამას სტილს მაღალ შეფასებას აძლევენ. მიშელი ამერიკელ დიზაინერებს  უჭერს მხარს - წარმოაჩენს ახალ სახელებს, უბრალო ტანისამოსისა და ბრენდების შერწყმას ახერხებს და არ ერიდება ერთი და იგივე ტანსაცმლის ორჯერ ჩაცმა. მისი წყალობით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა დიზაინერმა ჯეისონ ვუმ.

მიზეზი № 2 - ბარაკ ობამას მხარდაჭერა

2012 წელს ბარაკ ობამამ გადაწყვიტა მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭი ეყარა და მიშელ ობამა კვლავ აქტიურად ედგა მეუღლეს გვერდით. მან პოპულარობით თავის მეუღლესაც კი აჯობა. 2010 წელს მიშელ ობამამ ”ფორბსის” ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, დასავლური პრესა წყვილს შორის განხეთქილებაზე წერს და აცხადებს, რომ მიშელი შესაძლოა, ბარაკ ობამას დაშორდეს.

მიზეზი № 3 - სპორტი

აშშ-ის პირველი ლედი აქტიურადაა დაკავებული ცხოვრების ჯანსაღი წესით და ამერიკელ ბავშვებს მაგალითს აძლევს. 2010 წელს მან წამოიწყო კამპანია სახელწოდებით - ”მოდით ვიმოძრაოთ”, რომლის მიზანია მოზარდებში ჭარბი წონის პრობლემის დაძლევა. გასული წლის სექტემბერში კი  მიშელ ობამამ ამერიკელებს მოუწოდა, მეტი წყალი დალიონ და წამოიწყო კამპანია - ”Drink Up".

მიზეზი № 4 -  მეურნეობა

თეთრი სახლის ეზოში ბაღის გაკეთება, რათა ოჯახი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გამოკვებო, წიგნის გამოშვება მებაღეობის შესახებ, ქმრის იძულება, დაანებოს სიგარეტს თავი - ყველა პირველ ლედის როდი შეუძლია.

მიზეზი № 5 - საზოგადოებრივი საქმიანობა

მიშელ ობამა აქტიურადაა დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით, ჩართულია სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებში და ის კიდევ ერთხელ ამართლებს ანდაზას: ”ყველა დიდებული მამაკაცის უკან, დიდებული ქალი დგას”.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია buro247.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა