რა დამალა ნუკი კოშკელიშვილმა ახალი წლის ღამეს ლიფის ქვეშ და ვინ დააწყვილა როსტოსთან

რა დამალა ნუკი კოშკელიშვილმა ახალი წლის ღამეს ლიფის ქვეშ და ვინ დააწყვილა როსტოსთან

ნუკი კოშკელიშვილმა ახალი წლის დადგომისთანავე თბილისი კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ამჯერად - ლევან როსტოშვილთან, ანუ როსტოსთან ერთად შესრულებული ტანგოთი. ნუკი და როსტო ნანუკა ჟორჟოლიანმა დააწყვილა თავისი საახალწლო შოუსთვის. ცეკვას წინ უძღოდა კადრები, სადაც ნუკი და როსტო ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს იყვნენ და ეფლირტავებოდნენ. ამან, რასაკვირველია, ჭორების გავრცელებას მისცა საფუძველი. ნუკის დავუკავშირდით იმის გასაგებად, როგორ გაატარა ახალი წლის დღეები და ამ მეტისმეტად სექსუალურ ცეკვაზეც ვკითხეთ.

- ახალ წელს ჩემს ორ დაქალთან ერთად გუდაურში ვიყავი. ერთ-ერთი სასტუმროს კორპორატიული საღამო მიმყავდა, სადაც ძირითადად უცხოელი სტუმრები იყვნენ.

- რა ენაზე გიწევდა საღამოს გაძღოლა?

- რუსულ ენაზე.

- ახალ წელს სურვილის ჩათქმა თუ მოახერხე?

- ზოგადად, სურვილის ჩაფიქრებასთან დაკავშირებით მაქვს ტრადიცია - ყოველ 31 დეკემბრის ღამეს ჩემს სურვილს ვწერ, შემდეგ ფურცელს ვწვავ, ფერფლს შამპანურით სავსე ჭიქაში ვყრი და ვსვამ ხოლმე. სხვათა შორის, რაც ამ მეთოდის შესახებ შევიტყვე, სულ მას მივმართავ და ყველა სურვილი მისრულდება.

ვინაიდან წელს სცენაზე შევხვდი ახალ წელს, ლიფის ბრეტელში მქონდა დამალული ფურცელი. ყველას უჩუმრად ამოვიღე ბრეტელიდან და შევჭამე.

- ფურცელი?!

- კი (იცინის). არ გეგონოთ, რომ დიდი ფურცელია. პაწაწინა ფურცელზე უნდა დაწეროთ წვრილი ასოებით და შესაბამისად, შეჭმაც არ გამჭირვებია. ვაპირებ, ძველით ახალ წელსაც ჩავუთქვა სურვილი, ოღონდ აუცილებლად იგივე უნდა იყოს, რომ ასრულდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება