ბრედლი კუპერის დედა შვილის პარტნიორს იწუნებს და მის ქორწილში არ მიდის

ბრედლი კუპერის დედა შვილის პარტნიორს იწუნებს და მის ქორწილში არ მიდის

ჰოლივუდის მსახიობი 38 წლის ბრედლი კუპერი 20 წლის ბრიტანელ მოდელ სუკი უოტერჰაუსთს ხვდება. ბრედლის პარტნიორით აღფრთოვანებული არ არის დედამისი გლორია, რომლის სიტყვასაც ვაჟისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

კუპერი უკვე დაქორწინებასა და შვილებზე ფიქრობს, მაგრამ გლორიას თქმით, მის სარძლოს სიყვარული კი არა, მხოლოდ ფული და დიდება აინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ კუპერი მოდელზე დაქორწინდება, გლორია ქორწილში არ წავა.

"გლორიამ კუპერს უკვე უთხრა, რომ უმჯობესია ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადოს, რადგანაც ამ წვეულებაზე თავად მისვლას საერთოდ არ აპირებს, რადგანაც მისი რჩეული საშინლად არ მოსწონს. ბრედლი ცუდ მდგომარეობაშია - მას სუკი უყვარს და მთელი ცხოვრება მის გვერდით ყოფნას აპირებს, მაგრამ დედის აზრს კუპერისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რასაკვირველია, გლორიას ვაჟის ბედნიერება სურს, უნდა, რომ შვილიშვილები აჩუქოს და ბედნიერი ოჯახი შექმნას, მაგრამ ეს ყველაფერი მოდელთან როგორ უნდა შეძლოს, ვერ წარმოუდგენია", - ამბობს გლორიას მეგობარი ჟურნალ National Enquirer-თან საუბარში.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება