რა უნდა იყოს გემოვნებიანი ქალის გარდერობში

რა უნდა იყოს გემოვნებიანი ქალის გარდერობში

დიზაინერი დიანა კვარიანი 2014-15 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე მუშაობს, სადაც დომინანტი ორი ძირითადი ფერი იქნება: თეთრი და შავი, ლურჯ, იასამნისფერ, რუხ და მწვანე ფერებთან სინთეზში. ფაქტურის თვალსაზრისით კი თავის საყვარელ ფრანგულ ჟაკარდს, სხვადასხვა პრინტებით იყენებს. ამჯერად დიანას რჩევებისთვის მივმართეთ.

- როგორი სილუეტის სამოსის ტარებას გვირჩევთ?

- სხეულიდან გამომდინარე ყველა ადამიანს უხდება სხვადასხვა ტიპს სილუეტი, თუმცა მე ქალბატონებს ვურჩევდი ისეთ სილუეტს, რომელიც ხაზს გაუსმევს მათ ქალურობასა და სხეულის სილამაზეს. კარგი იქნება თუ ხშირად ჩაიცვამენ კაბებსა და ქვედაბოლოებს, რომელიც სამწუხაროდ, მივიწყებულია და ჩანაცვლებულია შარვლებით. უპირატესობას ვანიჭებ 20-იან, 50-იან წლებს და მიმაჩნია, რომ ამ პერიოდის სამოსი თითქმის ყველა ქალს უხდება.

- რამდენად მოდურია ზამთარში ჭრელი სამოსი?

- ძალიან მოდური და მისაღებია. ზამთარი თავისთავად რუხი ფერებით გაჯერებული სეზონია, მკვეთრი ფერები კი გამოგვყოფს ხალხმრავლობიდან და განწყობას გვიმაღლებს. ცხადია, არსებობს გარკვეული ფერები, რომლებიც ზამთარს შეესაბამება, ისინი მეტად ზომიერია. ჩემს ზამთრის კოლექციაში ყოველთვის ნახავთ სხვადასხვა ფერთა ნაირსახეობას.

- გარდა სქელი ნაქსოვის და კუბოკრულისა, კიდევ როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

- გირჩევდით, გამოიყენოთ მაქმანი ზემოთ აღნიშნულ ნაჭრებთან, ის ყოველთვის ძალიან ნაზად და ელეგანტურად გამოიყურება და ქმნის ქალურ სტილს ზამთრის უხეშ ფერთა ფონზე.

- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, წელს, ამაზე რას გვეტყვით?

- გასული წლის საუკეთესო ფილმის "დიდი გეტსბისგან" გამოწვეული აჟიოტაჟის გამო მიმაჩნია, რომ აქტუალური იქნება თეძოზე დასმული კაბა, რაც ბევრ მანდილოსანს ამშვენებს, ასევე - თავისუფალი სტილის კაბები მოკლე ან გრძელ პალტოსთან ერთად. კაბის სიგრძე კი უნდა იყოს მუხლს ზემოთ.

- რა შეეხება შარვლებს, შედარებით ფართოტოტიანი შარვლები ხომ არ ხდება აქტუალური?

- ვიწრო შარვალი მოდიდან არ გასულა, მაგრამ ფართე ტოტიანი შარვლებიც აქტუალურია.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება