კალაშნიკოვი ამერიკას "იპყრობს"

კალაშნიკოვი ამერიკას "იპყრობს"

რუსულმა კონცერნმა "კალაშნიკოვი" (ადრე გაერთიანება "იჟმაში") ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან, ამ ქვეყნებში ყოველწლიურად 200,000-მდე ერთეული იარაღის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა. განცხადება ამის შესახებ კონცერნის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

კონტრაქტი სახელმწიფო კორპორაცია "როსტექსს", Russian Weapon Company-ს შემადგენლობაში შემავალ კონცერნ "კალაშნიკოვსა" და სახელმწიფო წარმომადგენლებს შორის 2014 წლის 14 იანვარს ლას-ვეგასში გამართულ შეიარაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოფენაზე Shot Show 2014 გაფორმდა. მის საფუძველზე Russian Weapon Company-მ აშშ-სა და კანადაში 5 წლის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტირების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

ამერიკის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღისადმი სიყვარულით მთელს მსოფლიოში არინ განთქმულნი. აშშ-ში კალაშნიკოვის ავტომატები დიდი პოპულარობით სარგებლობს. საბრძოლო მოდიფიკაციებთან ერთად, ამერიკელების მოწონებას იმსახურებს კალაშნიკოვის ბაზაზე შექმნილი სპორტული იარაღი და საფანტის კარაბინები.

გაფორმებული ხელშეკრულება, უპირველეს ყოვლისა, მთელს მსოფლიოში კალაშნიკოვის მარკის ცეცხლსასროლი იარაღის პოპულარობაზე მეტყველებს. ამავდროულად საგულისხმოა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის წარმოების მოცულობამაც 100 000 000 ერთეულს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა, არა მხოლოდ ქვეყნების შეიარაღებული ძალები, არამედ სამოქალაქო პირებიც იხიბლებიან.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე