ბიონსეს 2 წლის ქალიშვილი კადილაკისა და ლამბორგინის მფლობელია

ბიონსეს 2 წლის ქალიშვილი კადილაკისა და ლამბორგინის მფლობელია

ვარსკვლავურმა წყვილმა, ბიონსემ და ჯეი ზიმ, თავიანთი ქალიშვილი, ბლუ აივი დაბადების დღეზე ძვირფასი საჩუქრებით გაახარეს. პატარას 7 იანვარს 2 წელი შეუსრულდა და საგანგებოდ ამ დღისთვის მშობლებმა მას ორი ავტომობილი აჩუქეს. ვარდისფერი კადილაკი და ცისფერი ლამბორგინი უკვე გოგონას ავტოპარკის კოლექციაშია. დედ-მამამ იუბილარ ქალიშვილს 75 000 დოლარად ღირებული ნამდვილი ცხენი აჩუქა, რადგან პატარას თურმე ძალიან უყვარს ცხოველები.

ბიონსემ თავის მიკრო-ბლოგში უკვე გამოაქვეყნა ბლუ აივის ლუქს-მანქანების მინი-ვერსიები.

დღეობაზე პატარა იუბილარი ბიონსემ მაიამის ზოოპარკში გაასეირნა. როგორც ნამდვილ VIP-პერსონას შეეფერება, მშობლებმა მისთვის ზოოპარკი მთელი დღით იქირავეს და ცხოველები დანარჩენი მნახველების გარეშე დაათვალიერეს.

როგორც მოგვიანებით, მიკრობლოგზე ატვირთული ფოტოებით ირკვევა, დღეობა წვეულებით დასრულდა. სტუმრებს შორის იყვნენ ჯგუფ Destiny's Child-ის წევრები, რომლებმაც მუსიკალურად გააფორმეს დაბადების დღე. ბიონსემ გრიმის ოსტატებიც დაპატიჟა, რომლებმაც იუბილარი და მისი სტუმრები გაალამაზეს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება