ლეონარდო დი კაპრიო: "სულაც არ ვარ რომეო"

ლეონარდო დი კაპრიო: "სულაც არ ვარ რომეო"

1 იანვარს კინოეკრანებზე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი "უოლ-სტრიტის მგელი". ტრადიციულად, სკორსეზეს ფილმში რეჟისორის ფავორიტმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ ითამაშა.

- სკორსეზესთან უკვე მეხუთე ფილმზე მუშაობთ. რაიმე შეიცვალა თქვენს ურთიერთობებში?

- ერთმანეთის მიმართ ნდობა გვეზრდება. ასე რომ, ამჯერად მთლიანად იმპროვიზებას მივმართეთ და ყბედობაზე დროს არ ვკარგავდით. საერთოდ კი, შესანიშნავი ურთიერთგაგება გვაქვს!

- თქვენს გმირს რეალური პროტოტიპი ჰყავს - ჯორდან ბელფორტი. ხომ არ შეხვედრიხართ?

- თავისთავად! ის ხომ ახლა არავის ემალება, ლექციებს კითხულობს კორპორატიულ გაყიდვებსა და ბიზნესში წარმატებაზე. დავარწმუნე, სცენარის თანაავტორი გამხდარიყო და ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. მით უმეტეს, რომ დრო საკმარისი იყო: მთელი ხუთი წელი დავხარჯეთ ფილმისთვის მზადებაზე. თუმცა გადაღებებიც არ ღირდა იაფი: დიდ ფულზე რომ გადაიღო კინო, მსხვილი თანხის გარეშე ვერ გახვალ ფონს. ამ ფულის შოვნა არც ისე იოლი აღმოჩნდა - უოლ-სტრიტის ჯიბესქელების დარწმუნება გვიწევდა, რომ ამერიკული სიძუნწის შესახებ სურათი დაეფინანსებინათ (იცინის). საბოლოო ჯამში შეუძლებელი შევძელით: დამოუკიდებელი კინო გადავიღეთ 100 მლნ დოლარის ბიუჯეტით!

- რით გამოირჩევა ეს ფილმი სხვა მსგავსი სურათებისგან?

- ეს სატირაა ამერიკულ ოცნებაზე. ამბავი იმაზე, როგორ ირყვნებიან ზედმეტად წარმატებული ადამიანები. მე ვუწოდებდი ამ ფილმს "ჩვენი დროის კალიგულა". ჯორდანმა მიამბო, ერთხელ როგორ იზეიმა მორიგი წარმატება: ოფისში გამოიძახა უამრავი სტრიპტიზიორი, შოუზე დასასწრებ ბილეთებს კი ცირკის შიმპანზე არიგებდა - გორგოლაჭებზე შემდგარი და ბავშვის საფენში გამოწყობილი... ჯორდანი ჩემპიონია იმ სამყაროში, სადაც არ არის მორალი. სხვათა შორის, თავისი კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით, ის არ აგებდა მახვილგონივრულ ფინანსურ კომბინაციებს, უბრალოდ სურდა რაც შეიძლება ბევრი ფულის შოვნა უმოკლეს ვადებში. მისთვის სულ ერთი იყო კანონები, უბრალოდ ვერ ხედავდა წინააღმდეგობას იქ, სადაც სხვები შიშით იხევდნენ უკან. ის რისკავდა, ცხოვრებას ცდიდა და ამით ტკბებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება