უკრაინაში დაშავებულთა რაოდენობა ასზე მეტს აღწევს (+32 ფოტო)

უკრაინაში დაშავებულთა რაოდენობა ასზე მეტს აღწევს (+32 ფოტო)

კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე, დემონსტრანტებსა და "ბერკუტს" შორის შეტაკებები 15 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით ძალოვნების მხრიდან მომიტინგეებზე შტურმი არ მომხდარა. გრუშევსკის ქუჩაზე ამ დროისთვის დაახლოებით ორი ათასამდე მომიტინგე იმყოფება. ქუჩის ერთი მხარეს ძალოვანებს კორდონი აქვთ გაკეთებული.

უკრაინული მედიის ცნობით, დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის გუშინდელი შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის ასზე მეტს აღწევს.

დემონსტრანტებმა ძალოვანების ოთხი ავტობუსი და ორი სატვირთო ავტომანქანა გადაწვეს.

ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა