როგორ აფასებს თიკო მოსემღვდლიშვილი მის "ახალ ხმაში" მონაწილეობას

როგორ აფასებს თიკო მოსემღვდლიშვილი მის "ახალ ხმაში" მონაწილეობას

"ახალი ხმის" კონკურსში თიკო მოსემღვდლიშვილს (მაია დარსმელიძის გუნდიდან) ბევრი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, თვითონაც ეგონა, რომ "ახალი ხმა" გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კონკურსი მარიამ ჩაჩხიანმა მოიგო...

"ამბები.გე" თიკო მოსემღვდლიშვილს დაუკავშირდა და გაარკვია, რას ფიქრობს ის კონკურსზე და სამომავლოდ რა გეგმები აქვს...

- რომ ვთქვა, გული ძალიან დამწყდა-მეთქი, ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგანაც ხალხის ისეთი მხარდაჭერა მქონდა, რომ იმის მერე არ მგონია, რომ ფინალში წაგებით რაიმე დავკარგე. ამ კონკურსმა დიდი გამოცდილება მომცა და მაოს სახით ისეთი ადამიანი შევიძინე, რომელიც მომავალშიც ჩემს მუსიკალურ საქმიანობაში, როგორც პროფესიონალი დამეხმარება.

- პროექტის შემდეგ ალბათ, საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღე, არა?

- კი, შემოთავზებები იყო, მაგრამ ჯერ მათზე კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებ...

- სამსახური ტელევიზებიდან ხომ არ შემოგთავაზეს?

- კი, ტელევიზიებიდანაც იყო წინადადებები, ასევე მუსიკალური და სამსახიობო მიმართულებითაც, მაგრამ ჯერ თანხმობა არავისთვის მიმიცია, რადგანაც ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ. რასაც გავაკეთებ, მინდა, რომ კარგად გავაკეთო, ამიტომ არჩქარება არ მინდა. ხარისხიანი მუშაობა მიყვარს.

- როგორც მსახიობს ვინ და სად შემოგთავაზა თანამშრომლობა?

- "იმედზე" სერიალში მთხოვეს მონაწილეობა...

მოკლედ, არ ვნანობ, რომ საბოლოოდ ვერ მოვიგე. პირიქით, ფინალში დგომა ჩემთვის მოგების ტოლფასი იყო. მიხარია, რომ ზოგადად ამდენს მივაღწიე. 48 კაციდან ფინალში მოვხვდი, მაგარია! დღემდე ვგრძნობ ხალხის საოცარ სითბოს, კარგ წერილებს მწერენ.

- რას გვეტყვი "ახალ ხმაზე", მარიამ ჩაჩხიანზე. რა ურთიერთობა გაქვს მასთან?

- ძალიან მიყვარს, კარგი გოგოა, გამიხარდა, რომ მან მოიგო. საერთოდ, პიროვნებაში დიდ მნიშვნელობას მის ადამიანურ თვისებებს ვანიჭებ. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ამიტომაც გამიხარდა მისი წარმატება.

- თუმცა, გეგონა, რომ შენ გაიმარჯვებდი, არა?

- კი, ხალხის დიდი მხარდაჭერა მქონდა. ინტერნეტშიც მაღალი რეიტინგი მქონდა, მაგრამ ბოლოს როგორც ჩანს, ასე მოხდა.

- თიკო, მცირეწლოვანი შვილი გყავს. როგორი დედა ხარ?

- ვცდილობ, რომ ყურადღებიანი დედა გავხდე, იმიტომ რომ, ამ პროექტის გამო პატარას ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. მისთვის დედაც და მამაც დედაჩემი იყო, ის უვლიდა.

- ქმარს გაცილებული ხარ?

- კი...

- რა ხნისაა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!?

- ტატო 5 წლის არის. ტელევიზორში რომ მხედავდა, უხაროდა, მაგრამ ამას სათანადოდ ვერ გამოხატავდა, ჯერ პატარაა და ეს ყველაფერი უფრო მოუსვენრობაში გადაჰქონდა.

- თიკო, კლუბსა თუ ბარში სიმღერაზე რას იტყვი?

- კი, კარგია, მაგრამ ვნახოთ, ამისთვის ბენდი იქნება საჭირო... ისე, მაგარ კლუბში სიმღერა კი კარგია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება