აქტივისტებს კიევისკენ მიმავალი ძალოვნებისთვის გზა აქვთ ბლოკირებული

აქტივისტებს კიევისკენ მიმავალი ძალოვნებისთვის გზა აქვთ ბლოკირებული

ოდესაში, ლვოვსა და როვნოში აქტივისტებს კიევისკენ მიმავალი ძალოვანებისთვის გზა აქვთ ბლოკირებული. ინფორმაციას ამის შესახებ TSN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაში აქტივისტებს რამდენიმე ქუჩა აქვთ გადაკეტილი და ძალოვნების ავტობუსებს, რომლების კიევისკენ მიემართებიან, არ ატარებენ.

ლვოვში აქტივისტებმა ნახევარმეტრიანი ბარიკადები ააგეს და შინაგანი ჯარების წარმომადგენლებს არ უშვებენ. როვნოში კი ადგილობრივებმა "ბერკუტის" ავტობუსს ბაზიდან გამოსვლის ნება არ მისცეს. აქტივისტები სპეცდანიშნულების რაზმს მოუწოდებენ, კიევში არ წავიდნენ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, როვნოდან "ბერკუტის" ერთ-ერთი დანაყოფის ორი ავტობუსი მაინც გაემართა კიევისკენ.

კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.  კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მომხდარი შეტაკების დროს დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას liga.net ჟურნალისტ მიროსლავა ღონღაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიროსლავა ღონღაძის თქმით, როგორც მას ერთ-ერთმა თვითმხილველმა ალექსეი ვლასოვმა "ფეისბუქზე" მისწერა, რამდენიმე ჟურნალისტს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდათ.

ამასთან, დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან Splino.tv-ს, ICTV-ს, Вести-სა და რამდენიმე სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.

"ყველა მათგანი პრესისთვის სპეციალურად განკუთვნილ ნარინჯისფერ ჟილეტსა და ჩაფხუტში იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი დაშავებულია ძალოვანების მხრიდან განხორციელებული შეტევის შედეგად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეტევა სპეციალურად მიიტანეს პრესის წარმომადგენლებზე", - აღნიშნავს ალექსეი ვლასოვი.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: უკრაინაში დაშავებულთა რაოდენობა ასზე მეტს აღწევს

აშშ-მა უკრაინის შს მინისტრის წინააღმდეგ პერსონალური სანქცია შემოიღო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა