"ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ევრომაიდნამდე შიშველი არბენინა

"ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ევრომაიდნამდე შიშველი არბენინა

კიევში, გრუშევსკის გამზირზე "ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა დააკავა, რომლებიც სცემეს, შემდეგ კი აიძულეს ევრომაიდნამდე შიშველი ერბინათ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "5 канал"-ის ჟურნალისტმა ანდერეი კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ახალგაზრდები გააშიშვლეს, სცემეს, ცივი წყალი გადაასხეს, შემდეგ კი აიძულეს შიშვლებს ერბინათ ევრომაიდნის ბარიკადებამდე", - დაწერა კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზდები ამ დროისთვის ერთ-ერთ ინსტიტუტში არიან მოთავსებული.

უკრაინული მედიის ცნობით, "ბერკუტის" მიერ ნაცემი ორივე ახალგაზრდა კიროვოგრადელი მუშები აღმოჩნდნენ.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება კიევის მილიციამ უკვე დაიწყო. როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, ამ ფაქტთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს და აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად, საერთო ჯამში, ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

მომზადებულია 5 канал-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა