კიევში დაპირისპირება განახლდა (+LIVE)

კიევში დაპირისპირება განახლდა (+LIVE)

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ახალგაზრდებსა და ძალოვანებს შორის დაპირისპირება განახლდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. Unian-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხმაურის გამომწვევი ყუმბარები და პნევმატური იარაღი გამოიყენეს მომიტინეების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ლობანოვსკის სახელობის სტადიონთან რამდენიმე ნიღბიანი ახალგაზრდა სპეცდანიშნულების კორდონის გარღვევას შეეცადა. თავის მხრივ, მომიტინგეები სამართალდამცავებს ქვებს უშენენ.

უკრაინული მედიის ცნობით, გრუშევსკის ქუჩაზე ამ დროისთვის ათასამდე ადამიანი იმყოფება.

კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

პირდაპირი ეთერი

მომზადებულია Unian-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს

აშშ-მა უკრაინის შს მინისტრის წინააღმდეგ პერსონალური სანქცია შემოიღო

"ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ევრომაიდნამდე შიშველი არბენინა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა