პუტინი მისი გეი მეგობრების შესახებ პრესასთან ალაპარაკდა

პუტინი მისი გეი მეგობრების შესახებ პრესასთან ალაპარაკდა

ვლადიმერ პუტინი - რამდენიმე გეის პირადად ვიცნობ და მათთან მეგობრული ურთიერთობები მაქვს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში ჰომოსექსუალები დისკრიმინაციას არ განიცდიან. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სოჭში, "ბიბისის" მიმომხილველთან ენდრიუ მართან საუბრისას განაცხადა.

"ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას. რამდენიმე გეის პირადად ვიცნობ და მათთან მეგობრული ურთიერთობები მაქვს. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ჩვენთან თავს მეორახარისხოვნად არ გრძნობენ, რადგან მათ დისკრედიტაციას არავინ ეწევა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთში პოპულარობით სარგებლობენ თავიანთ საქმეში წარმატებული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონია.

"ელტონ ჯონი გამოჩენილი ადამიანი და საუცხოო მუსიკოსია. რუსეთში ის მილიონობით ადამიანს გულწრფელად უყვარს, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა", - აღნიშნა პუტინმა ენდრიუ მართან საუბრისას და დასძინა, რომ ბევრი გეი ჰყავს დაჯილდოებული თავიანთი საქმიანობისთვის და არა – ორიენტაციისთვის.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და არა – არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, განსხვავებით მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან. მისივე თქმით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა